მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მიაჩნდა პრინცესა დიანა იდეალურად, მას ისევე, როგორც ყველა ადამიანს, თავისი კომპლექსებ ჰქონდა და იყო რაღაცები, რისაც რცხვენოდა.
ამ დღეებში ბრიტანელმა დიზაინერმა ზანდრა როუდსმა ისაუბრა ჟურნალისტებთან. სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად, ის დიანასაც აცმევდა და კარგადაც იცნობდა.
დიზაინერის თქმით, ლედი დი ძალიან მოკრძალებული და მორცხვი ქალიც იყო. გარდა ამისა, ჰქონდა უსიამოვნო ჩვევა, რომელიც მის ნევროზულობაზე მოწმობდა. "შევნიშნე რამდენჯერმე, რომ ფრჩხილებს იკვნეტდა", - ამბობს ზანდრა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, დიანა საკმაოდ თამამი იყო, როცა საქმე წესების დარღვევას და სამეფო ოჯახის წინააღმდეგ გამოსვლებს ეხებოდა. ხშირად არღვევდა პროტოკოლს, მაგალითად, მკვეთრი ფერის ლაქით ფრჩხილებზე, რაც მიუღებელი იყო სამეფო ოჯახისთვის.