ეკონომიკური გახსნის 6-ეტაპიანი გეგმის ნაწილი შესაძლოა, მთავრობამ დროზე ადრე დაიწყოს
ეკონომიკური გახსნის 6-ეტაპიანი გეგმის ნაწილი შესაძლოა, მთავრობამ დროზე ადრე დაიწყოს
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ეკონომიკური გახსნის 6-ეტაპიანი გეგმის ნაწილი შესაძლოა, მთავრობამ დროზე ადრე დაიწყოს.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს, როგორც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, ასევე კომპანიების ყოველდღიური საქმიანობის წესებში ცვლილების შესახებ, თუ არ შესრულდა, ჩვენ ეკონომიკის აღდგენაზე გაგვიჭირდება საუბარი.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკის გახსნის 6 - ეტაპიანი გეგმის ნაწილი შეგვიძლია დროზე ადრე დავიწყოთ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ის შეღავათი, რომელიც ახლა იქნება დაშვებული, მუშაობს, ფუნქციონირებს და ეფექტური იქნება
მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ თითოეული კომპანია, თითოეული მოქალაქე პასუხისმგებლიანად მოეკიდება მის ყოველდღიურ ცხოვრებასაც და საქმიანობასაც. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ, ეკონომიკის გახსნაში, ეკონომიკის აღორძინებაში ეფექტურები და გავუძლოთ იმ გლობალურ კონკურენციას, რომელიც ჩვენ თვალწინ დაიწყო როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ასევე ევროპაში და გლობალურადაც," - განაცხადა გახარიამ.

ინტერპრესნიუსი
15649
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?