მომღერალ თაკო გაჩეჩილაძეს და მის მეუღლეს, ბულგარელ პროდიუსერს და კომპოზიტორ ბორისლავ მილანოვს მეორე შვილი შეეძინათ. ამჯერად მათ ვაჟი ჰყავთ, რომელსაც ელია დაარქვეს.
"მეორე წელი მიყოლებით, ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი ანგელოზი შემოვიდა", - წერს მომღერალი და პატარა ბიჭის პირველ ფოტოს აქვეყნებს.
წყვილის პირველ შვილს გაბრიელა ჰქვია.