ალბათ ბევრს გახსოვთ პატარა ანიტა, რომელიც მთელმა საქართველომ სულ რამდენიმე დღეში გაიცნო და შეიყვარა. ეს იყო ბავშვი, რომლის გადასარჩენად უამრავი ადამიანი იბრძოდა და ლოცულობდა... ბევრი იბრძოლა ანიტამ მშობლებთან ერთად გადარჩენისთვის, მაგრან მისმა პატარა გულმა ვეღარ გაუძლო და ღმერთთან გაფრინდა...
ამ დიდმა ტრაგედიამ მისი სიფრიფანა და ლამაზი დედიკო მარიკო სადრაძე სიკეთის მარათონში ჩააბა და დღეს ის უკვე სხვა ბავშვების გადასრჩენად იბრძვის იმ ფონდის მეშვეობით, რომელიც სულ ახლახანს დააფუძნა.
ბაია დვალიშვილი საკუთარი გადაცემის "ბაიასთან" ფარგლებში ანიტას დედიკოს ესტუმრა სახლში. ანიტაზე წარსულში დიალოგის დაწყება ბაიასთვისაც რთული აღმოჩნდა და მარიკოსთვისაც, მაგრამ ისევ ამ პატარა გოგოს მოგონებით დაიწყო საუბარი. მიუხედავად რთული ოპერაციებისა და სამედიცინო მანიპულაციებისა, ანიტა თურმე დედას არ აძლევდა მოწყენის საშუალებას, სულ სიმღერას და ცეკვას თხოვდა, ცდილობდა, თავადვე გაემხიარულებინა მშობლები. ისეთ ტკივილებს უძლებდა, რაც დიდისთვისაც რთული ასატანი იქნებოდა. საკმაოდ რთული გზის მიუხედავად, ბრძოლა ვერ მოიგეს. ის თანხა კი რაც ანიტას ჯანმრთელობისთვის მოგროვდა, ახლა სხვა ბავშვების გამოჯანმრთელებას ხმარდება. მარიკო იმ რთული გზის შესახებ საუბრობს რაც ბოლო პერიოდში გაიარა..
თეკლა ჟვანია