რამდენიმე წელია მარია ბორალო ბრიტანეთის სამეფო ოჯახის უფლისწულების აღზრდაზე ზრუნავს - ის ჯორჯის, შარლოტასა და ლუის ძიძაა. ქეითსა და უილიამს მისი კომპეტენცია სავსებით აკმაყოფილებთ.
მარია ბორალო პრონც ჯორჯის დაბადებისთანავე აიყვანესა, ანუ მას სამეფო ოჯახში მუშაობის უკვე 7-წლიანი გამოცდილება აქვს. მის მოვალეობებში შედის არამარტო ტახტის მემკვიდრის, არამედ მის და-ძმაზე ზრუნვაც.
მას დიდი პედაგოგიური გამოცდილება აქვს - დაამთავრა Norland Nannys-ის საყოველთაოდ აღიარებული ძიძათა კოლეჯი, სადაც ელიტური ოჯახებისთვის ამზადებენ აღმზრდელებს.
კოლეჯის ერთ-ერთმა პედაგოგმა, ლუიზ ჰერენმა ცოტა ხნის წინ წიგნიც გამოსცა, სადაც ბავშვთა აღზრდის საიდუმლობებზე წერს, იმ მეთოდებზე, რასაც მომავალ ძიძებს უზიარებენ. ლუიზამ The Sun-თან ინტერვიუში მარიას მიერ შემოღებულ წესებზე ისაუბრა, რომლებსაც ის კემბრიჯელი უფლისწულების აღზრდისას განუხრელად იცავს, ყოველ შემთხვევეაში უკვე წამოზრდილ ჯორჯთან და შარლოტასთან მიმართებაში.
ბორელომ ბავშვებს თავიდანვე დაუწესა დღის რეჟიმი, რომელსაც წლებია მთელი სამეფო ოჯახი ანგარიშს უწევს.
ყოველდღე ჯორჯი და შარლოტა თამაშობენ სუფთა ჰაერზე, აუცილებლად უთმობენ დროს ველოსიპედით სეირნობას და სხვა აქტიურ თამაშებს. ეს საქმიანობა საკმარის ენერგიას ახარჯინებს ბავშვებს და ისინი უპრობლემოდ წვებიან დასაძინებლად. მათი ძილის დრო ხომ საღამოს ადრეულ საათებშია გაწერილი.
მარია ბავშვების გარეთ გაყვანაზე არც მაშინ ამბობს უარს, როცა წვიმს - უბრალოდ, შესაფერისად აცმევს. ოჯახში ყველა იზიარებს აზრს, რომ პრინცი და პრინცესა უამინდობასაც უნდა მიეჩვიონ.
ბორალო ბავშვებს მებაღეობასაც ასწავლის - ქეითს არაერთხელ უხსენებია კიდეც მათი ბაღი, რომელშიც ბოსტნეულისა და სხვადასხვა მცენარის კვლებია.
მიწაზე მუშაობას ის დატვირთვა აქვს, რომ სამეფო ოჯახის ბავშვებიც მიეჩვიონ ფიზიკურ შრომას და ხელის დასვრაც მათთვის წარმოუდგენელი არ უნდა იყოს.
ამასთან ერთად, მარია გამუდმებით ზრუნავს, რომ უფლისწულებმა ბოლომდე აითვისონ საზოგადოებაში ქცევის ეტიკეტი. ძიძა ხშრად უხსნის თავის აღსაზრდელებს, რა მნიშვნელოვანია მშობლების დარიგების მოსმენა, რომ აიცილებლად დამჯერი ბავშვები უნდა იყვნენ - სასახლეში ხომ ბავშვების განებივრება მიღებული არ არის. მარია განსაკუთრებით მკაცრია კევბის საკითხში. ჯორჯი და შარლოტა ვერცერთ კერძს ვერ დაიწუნებენ, იციან, რომ მაინც უნდა მიირთვან, თუნდაც ეს საკევბი არ მოსწონდეთ.
"როცა დაიზრდებიან, მათ ბევრ ღონისძიებაზე მოუწევთ დასწრება და იმის მირთმევა, რაც სუფრაზე იქნება. მირთმეულზე უარის თქმა კი ულამაზო საქციელი იქნება, მითუმეტეს, სამეფო ოჯახის წევრისგან," - ამბობს ლუიზა ჰერენი.