ემიგრანტი დედა მოულოდნელად გარდაცვლილი შვილის დაკრძალვას ვერ დაესწრო - ტრაგედია ზესტაფონში
ემიგრანტი დედა მოულოდნელად გარდაცვლილი შვილის დაკრძალვას ვერ დაესწრო - ტრაგედია ზესტაფონში
ახალგაზრდა მორაგბე, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვალა, 18 წლის ბესიკ სარალიძეა. სამწუხარო ინფორმაცია საქართველოს რაგბის კავშირმა გაავრცელა და ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მოზარდის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად თრობმი სახელდება.
ბესიკის დედა საფრანგეთში იმყოფება ემიგრაციაში და სწორედ იქ შეიტყო 10 წლის უნახავი შვილის გარდაცვალების ამბავი. 
თინა რობაქიძე საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის გამო შვილის დაკრძალვაზეც ვერ ჩამოვიდა.

„მესენჯერით უყურა შვილის დაკრძალვას, კოშმარია. უყურებდა დედა, როგორ მისდიოდა გული მეორე შვილს, ბესოს დას ძმის დაკრძალვაზე. გეგმები გვქონდა დაწყობილი და წელს ზაფხულს მოდიოდა საქართველოში. კორონავირუსის გამო დაბრუნება მომავალი წლისთვის
გადავდეთ “, – ამბობს გარდაცვლილის დედის მეგობარი თეა ჩიქოვანი. იხილეთ ვრცლად
4271
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?