მეორე თვეა, ყოველდღიურად გვესმის მოწოდება დარჩი სახლში და ეს უფრო და უფრო სტრესული ხდება როგორც უფროსებისთვის, ისე პატარებისთვის. თუმცა უკვე ბავშვებმაც კარგად გაიაზრეს, რომ ეზოში სასეირნოდ ჩასვლა მხოლოდ შეზღუდული დროითა და შეზღუდული პირობებითაა შესაძლებელი. დროის უმეტესი ნაწილის გატარება კი სახლში უწევთ. ერთი მხრივ, ბავშვებმა გული იჯერეს სახლში მშობლებთან ყოფნით. თუმცა მეორე მხრივ, მშობლებს ყოველთვის არ სცალიათ მათთვის და მათ დამოუკიდებლად თამაში, გართობა უწევთ. ამ დროს ყველა ბავშვი ტელევიზორსა და ტელეფონს ითხოვს, თუმცა ეს კიდევ უფრო ზრდის მათი ეკრანზე მიჯაჭვულობის შანსს. ფსიქოლოგები გვირჩევენ, თავი არ დავიტანჯოთ იმაზე ნერვიულობით, რომ ბავშვებს ტრადიციულზე ცოტა მეტი დროის გატარება უწევთ ეკრანთან. თუმცა მკაცრია გაფრთხილება, რომ გარკვეულ ზღვარს არ უნდა გადავაჭარბოთ. სწორედ ამიტომ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს დროის სასიამოვნოდ და სასარგებლოდ გატარებისთვის შესაბამისი აქტივობები შევთავაზოთ. ალბათ ბევრმა მშობელმა უკვე გაიხსენა მათი ბავშვობის დროინდელი თამაშები და შვილებსაც ასწავლა. ფსიქოლოგების რჩევით სამი ყველაზე სასარგებლო აქტივობა ბავშვებისთვის არის: ხელსაქმე, კითხვა და განმავითარებელი თამაშები.
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელსაქმე დიდსაც და პატარასაც ამშვიდებს. ეს არის აქტივობა, რომელიც მთელი გონებით ჩართვას მოითხოვს და სხვა, ნეგატიურ ამბებზე ფიქრის საშუალება არ აძლევს.
კითხვა ავითარებს ბავშვის ლექსიკურ მარაგს; კითხვის პროცესი გონებისა და მეხსიერების ვარჯიშია; კითხვა ხელს უწყობს გააზრების უნარის ჩამოყალიბებას; ავითარებს ფანტაზიას; ადრეულ ასაკში კითხვა ბავშვს უფრო თავდაჯერებულს ხდის; მეტი კითხვა წერის უნარების გაუმჯობესებაში ეხმარება ბავშვს; კითხვა ბავშვის საკომუნიკაციო უნარებს აუმჯობესებს;
თამაში ყველა ბავშვის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. მათი დღე იწყება თამაშით და სრულდება თამაშით. ამ დროს მშობლის განსაკუთრებული მისიაა, რომ პატარებს ისეთი თამაშები შესთავაზონ, რომლებიც მათ დაამშვიდებს და ახალ უნარებს შესძენს. თამაშის დროს დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ აგრესიისგან მაქსიმალურად დაცულები არიან. უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ თამაშებს, რომლებიც მათ ფანტაზიას განუვითარებს. განსაკუთრებით ეფექტურია როლური თამაშები. ბავშვს საშუალება მიეცით მოირგოს სხვადასხვა როლი, მათ შორის, დედის, შვილის, მასწავლებლის, ექიმის. ასე მათ სხვადასხვა უნარის განვითარებაში დაეხმარებით და კომუნიკაციის უნარებსაც გაიუმჯობესებენ.
ძალიან კარგია სამაგიდო თამაშები, რომლებშიც რამდენიმე ბავშვის და უფროსის ჩართულობას მოითხოვს. ასე გაიუმჯობესებთ ურთიერთობას თქვენს შვილებთან.
ძალიან კარგია შემცნებითი თამაშები, მაგალითად, როგორიცაა მეცნიერება პატარებისთვის.