როგორც ცნობილია, მილიარდერ ილონ მასკს, რომელზეც ჩვენს ქვეყანაშიც ხშირად და ბევრს საუბრობენ, არც ისე დიდი ხანია, მეექვსე შვილი შეეძინა. საყვარელმა ქალმა, კანადელმა მომღერალმა გრაიმსმა მას კიდევ ერთხელ მიანიჭა მამობის სიხარული. ილონმა შვილს საკმაოდ უცნაური სახელი დაარქვა - X Æ A-12.
ამ პატარის გარდა, მილიარდერს ხუთი ვაჟი ჰყავს პირველი ქორწინებიდან ჟიუსტინ უილსონთან.
თავისი უჩვეულო ცხოვრების წესით, პრინციპებით და საქმიანობით მასკი სულ ყურადღების ცენტრში. ბავშვის დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე გამოაცხადა, რომ გაყიდის მთელ თავის ქონებას, არ ექნება საკუთარი სახლი. „ტესლას“ გენერალური დირექტორი, SpaceX-ის დამფუძნებელი აცხადებს: „ვყიდი მთელ ჩემს პირად ქონებას. სახლი აღარ მექნება. არ მჭირდება ფული. ჩემს თავს დედამიწას და მარსს ვუძღვნი. რაღაცების ფლობა უბრალოდ ქვემოთ გქაჩავს".
ცნობისთვის, ილონ მასკის მფლობელობაში 7 სახლია, რომლის საერთო ღირებულება 100 მილიონ დოლარს შეადგენს.
ილონ მასკი თავისი მეექვსე შვილის დედასთან
რაც შეეხება მის შვილებს, საყოველთაოდ ცნობილია, რომ მასკი ცდილობს, ისინი განსხვავებულად აღზარდოს. თავადაც საკმაოდ არასტანდარტულად იზრდებოდა - დედა მას და მის ძმებს დამოუკიდებლად ზრდიდა, ცდილობდა, მისჩვეოდნენ ცხოვრებას და ფუფუნებაშიც არასდროს უცხოვრია, სანამ უზარმაზარი წარმატება ეწვეოდა.
2014 წელს მასკმა SpaceX-ის ბაზაზე დააარსა სკოლა Ad Astra ("ვარსკვლავებთან"). როგორც თავად ამბობს, ეს სკოლა თავდაპირველად მისი შვილებისთვის შეიქმნა, თუმცა ახლა იქ უკვე 40-ზე მეტი ნიჭიერი ბავშვი სწავლობს, უსასყიდლოდ და სკოლის მთავარი პრინციპია, ბავშვები რეალური, მომავალი ცხოვრებისთვის მოამზადოს. ბავშვები იქ სწავლობენ ხელოვნური ინტელექტის სისტემის პროექტირებას, რობოტების შექმნას და ბიზნესის ნულიდან დაწყებას. კარგა ხანს მედიისთვისაც არ იყო ცნობილი, რა ხდებოდა ამ სკოლაში და საიდუმლო სკოლასაც კი უწოდებდნენ.
სკოლაში არ წერენ შეფასებებს და ქულებს, ბავშვებიჯგუფებში არიან გადანაწილებული. არ ასწავლიან სპორტულ დისციპლინებს და არ არიან დაკავებული ხელოვნებით. არ სწავლობენ უცხო ენებს, რადგან მასკის სჯერა, რომ უახლოეს მომავალში სინქრონული თარგმანის ტექნოლოგიები ამ ცოდნას უსარგებლოს გახდიან.
მოსწავლეები სწავლობენ ხელოვნური ინტელექტის სისტემას და "ჭკვიანი" ალგორითმების შედგენას. ასევე ეუფლებიან ეთიკის საკითხებს, ბუნების დაცვას, ჰიგიენას, ეკოლოგიურ ნორმებს და სამართალს. ბავშვებისთვის ნებადართულია ქიმიური ცდები აფეთქებებით, ნამდვილი ავტომატების კონსტრუირება და ა.შ. გარდა ამისა, სამეწარმეო უნარების სტიმულისთვის სკოლაში შემოღებული აქვთ სპეციალური ვალუტა - Astra, რომლითაც მოწაფეების ერთმანეთში ვაჭრობენ.
სკოლის ფუნქციონირება მასკს 475 ათასი დოლარი უჯდება და ამბობს, რომ მაქსიმუმ 50 ბავშვს იტევს. მასკის თქმით, სკოლის მიზანია, ბავშვები აღზარდონ სწავლების გავრცელებული "კონვეიერული" მეთოდისგან განსხვავებულად.