„ღმერთო, რატო, რა დაგიშავე… მამა, რა გიშველო. სად ხარ, ღმერთო” – წერს ქუთაისში საგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 11 წლის გოგონას მამა კახა ბახუტაშვილი.
გოგონა ორ მაისს ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას მაღალი სიჩქარით მიმავალი ავქტომანქანა დაეჯახა.
გოგონა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მასთან ერთად ადგილზე დედაც იმყოფებოდა.