"კიდევ ცოტაც, დარჩით სახლში, ბავშვებო!" - სწორედ ამ ტექსტით გამოაქვეყნა პატარა შვილის, მერიკოს ფოტო იზოლაციიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მოუწოდა ბავშვებსა და მშობლებს, კიდევ ცოტაც მოითმინონ და დარჩნენ სახლში, ჩვენი კეთილდღეობისთვის.