ხატია სიჭინავას მეოთხე შვილი შეეძინა. მოგეხსენებათ, ხატიასა და მის მეუღლეს რამაზ ნოზაძეს 3 გოგონა ჰყავთ, 6 მაისს კი ნანატრი ბიჭის მშობლები გახდნენ.
ორსული ხატია კორონავირუსის გამო თითქმის 4 თვე სახლში იყო ჩაკეტილი. სულ რამდენიმე დღეში კი პატარა მიქაელ გიორგისთან ერთად, რომელიც საკეისრო კვეთით დაიბადა, ოჯახს დაუბრუნდება. ბიჭის დედამ ინსტაგრამზე ფოტო ბავშვის გაჩენიდან რამდენიმე საათში გამოაქვეყნა და საზოგადოებას ვაჟის დაბადება აცნობა.
თეკლა ჟვანია
"ვერ წარმოვიდგენდი, რომ 4 შვილის დედა ვიქნებოდი..." - ხატია სიჭინავა შვილებთან ერთად