11 მაისიდან თბილისში მიმოსვლა სრულად აღდგება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისის თქიმით, სრულად გაუქმდება შეზღუდვა, რაც თბილისში შემოსვლასა და გასვლას ზღუდავდა.
მისივე თქმით, დაჩქარდება სხვა შეზღუდვების მოხსნის პროცესიც.
"ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, შეგვიძლია გარკვეული შეზღუდვების გახსნაც დავაჩქაროთ. 11 მაისიდან გავხსნით ყველა სახის წარმოებას, ასევე და საცალო და საბითუმო მაღაზიას, რომელსაც შესასვლელი ქუჩიდან აქვს და არ ვაჭრობს ტანსაცმლითა და გეხსაცმლით. შეზღუდვის მოხსნა არ ეხება ასევე მოლებს" - განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ ძალაში რჩება კომენდანტის საათი. ასევე კვლავ შეზღუდულია ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის მგზავრობა.