სტეფანია (ფანი) მღებრიშვილი მაია დარსმელიძისა და სტეფანე მღებრიშვილის ერთადერთი ქალიშვილია. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მიუხედავად განქორწინებისა, წყვილი შვილს ერთად ზრდის და მის კეთილდღეობასა და პრობლემებზეც ერთად ზრუნავს.
"ჩემთვის ჩემი შვილია ყველაზე მნიშვენლოვანი ადამიანი და ყველაფერი მის გარშემო ტრიალებს, არ მაინტერესებს არაფერი მის გარეშე, ჩემი თავი რომ კარიერას მივუძღვნა და შვილი გამომრჩეს, ეს ნამდვილად არ მინდა და არც არის ასე ჩემს შემთხვევაში. ზოგადად, ფანი ძალიან დამოუკიდებელი ტიპია, ძირითადად თავად აგვარებს იმ პრობლემებს, რაც აქვს, გაგვიმართლა, რომ რამე გლობალური პრობლემა არ ჰქონია. რაც შეეხება გახსნილობას და მეგობრობას, ვმეგობრობთ იმ დონეზე, რა დონეზეც მამა-შვილი უნდა მეგობრობდეს, ჩემთვის მიუღებელია, მშობლები და შვილები გადაბმული მეგობრები რომ არიან, ვფიქრობ, დისტანციური უნდა იყოს ეს მეგობრობაც და ჩვენს შემთხვევაშიც ასეა, ნორმალური, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ფანი ქართულ-გერმანულ სკოლაში სწავლობს, მინდა გითხრათ, რომ ფანტასტიკური კლასელები ჰყავს, ერთი მეორეზე უკეთესები..." - აღნიშნა სტეფანემ mshoblebi.ge-სთან სუბრისას.
რამდენიმე დღის წინ ფანის სკოლაში დავალება მისცეს, რომ გაეცოცხლებინა ცნობილი ნამუშევარი, დედამ მაკიაჟზე იზრუნა, მამამ კი ფოტო გადაიღო და შედეგად ფანი-ფრიდა კალო მიიღეს, რასაც მეგობრებისგან დადებითი კომენტარები და დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
გოგონას დაბადების დღეც ერთად აღუნიშნეს - რა თქმა უნდა, იზოლაციაში. "ბედნიერი მე-12 დაბადების დღე, ჩემო ტკბილო ფანი-სტეფანია" - დაუწერა სოციალურ ქსელში გოგონას დედამ.
თეკლა ჟვანია