8 წლის გურამი, რომელსაც გამუდმებით ენატრება საჭმელი და ოცნებობს მალე გაიზარდოს, რომ მუშაობა შეძლოს
ეს 8 წლის გურამის და მისი დედის მაყვალა თუმანიშვილის ამბავია. მაყვალა მარტოხელა დედაა,  მხედველობაშეზღუდული. შვილთან ერთად ნანგრევებში ცხოვრობს და არაფერი გააჩნია. 
-  ჩემს შვილს ადრე ვარჩენდი მოწყალებით,  მაგრამ რაც წამოიზარდა, მთხოვა, ნუღარ წახვალ,  მირჩევნია მშიერი ვიყო, თორემ კლასელები დამცინებენ სკოლაშიო... - ამბობს მაყვალა თუმანიშვილი. 

მისივე თქმით, მისი 8 წლის შვილი თითქმი სულ მშიერია, არ ახსოვს, როდის დანაყრდა ბოლოს. "ერთ დღეს სკოლიდან რომ  დაბრუნდა,  მშიაო,  მითხრა და მე რომ ტირილი დავიწყე,  არ ვიცოდი,  რა მეჭმია - დედა,  ნუ ტირი, მალე გავიზრდები და ვიმუშავებ,
პურს და კარტოფილს ვიყიდიო". 
mshoblebi
გურამს მეტყველების პრობლემებიც აქვს, სავარაუდოდ, მძიმე ყოფის და მოპყრობის გამო - პატარა იყო, მამამ რომ ცემა და მას მერე ეშინია კიდეც მამის ციხიდან გამოსვლის და შინ დაბრუნების...

ვისაც ამ ოჯახის დახმარების სურვილი გექნებათ, გთავაზობთ მათ ანგარიშის ნომერს და მაყვალას ტელეფონის ნომერს: 595305944

ლიბერთი ბანკის ანგარიში:
GE07LB0211110050672000

პირადი ნომერი:
01824099737


5125
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
ნანა
0
ვინმემ მითხრას სად ცხოვრობს ეს ბავშვი და მისი დედიკო
12:06 / 18-05-2020
სტატუს ქუო
0
ეს ბავშვი თუ თბილისში ცხოვრობს,მზად ვარ ყოველდღე ვუმასპინძლო დღის ნებისმიერ მონაკვეთში და კარგად დავაპურო.ვაჭმევ იმას,რითაც ჩემი ოჯახი იკვებება. ჩემი ტელეფონია 599503640.
21:38 / 08-05-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი