ეს 8 წლის გურამის და მისი დედის მაყვალა თუმანიშვილის ამბავია. მაყვალა მარტოხელა დედაა, მხედველობაშეზღუდული. შვილთან ერთად ნანგრევებში ცხოვრობს და არაფერი გააჩნია.
- ჩემს შვილს ადრე ვარჩენდი მოწყალებით, მაგრამ რაც წამოიზარდა, მთხოვა, ნუღარ წახვალ, მირჩევნია მშიერი ვიყო, თორემ კლასელები დამცინებენ სკოლაშიო... - ამბობს მაყვალა თუმანიშვილი.
მისივე თქმით, მისი 8 წლის შვილი თითქმი სულ მშიერია, არ ახსოვს, როდის დანაყრდა ბოლოს. "ერთ დღეს სკოლიდან რომ დაბრუნდა, მშიაო, მითხრა და მე რომ ტირილი დავიწყე, არ ვიცოდი, რა მეჭმია - დედა, ნუ ტირი, მალე გავიზრდები და ვიმუშავებ, პურს და კარტოფილს ვიყიდიო".
გურამს მეტყველების პრობლემებიც აქვს, სავარაუდოდ, მძიმე ყოფის და მოპყრობის გამო - პატარა იყო, მამამ რომ ცემა და მას მერე ეშინია კიდეც მამის ციხიდან გამოსვლის და შინ დაბრუნების...
ვისაც ამ ოჯახის დახმარების სურვილი გექნებათ, გთავაზობთ მათ ანგარიშის ნომერს და მაყვალას ტელეფონის ნომერს: 595305944
ლიბერთი ბანკის ანგარიში:
GE07LB0211110050672000
პირადი ნომერი:
01824099737