მუსიკოსი მაია კაჭკაჭიშვილი ბოლო რამდენიმე დღე ძალიან შეწუხებული იყო ბაბუის მდგომარეობით, რომელმაც ინფარქტი გადაიტანა. საბედნიეროდ, ოპერაციის შემდეგ კარგად გრძნობს თავს და გახარებულმა მაიამ ბებია-ბაბუის სიყვარულის საოცარი ამბავი ფეისბუქით მეგობრებს გაუზიარა, რომელთაც ამავდროულად მადლობა გადაუხადა კეთილი სურვილებისთვის:
"მოკლედ, ბაბუაჩემი არის ადამიანი, რომელსაც არასოდეს არავისზე ცუდი არ უთქვამს, ერთხელაც კი. ნუ აი, არ ვიცი რანაირად მოახერხა?! მიზეზსაც არ აძლევდნენ ალბათ, იმდენად კეთილშობილი და პატიოსანი კაცია. ისე მოვიდა 90 წლამდე, ექიმთან ნამყოფიც კი არ იყო... მთელი ცხოვრება იშრომა, სიგარეტიც არასოდეს მოუწევია, მაგრამ ყოველდღე სვამდა 1 ჭიქა წითელ ღვინოს. ხოო, ჭადრაკში 1 ადამიანიც კი ვერ ნახა, ვინც შეძლებდა მასთან მოგებას, მათ შორის ჩემპიონსაც შეხვედრია. ბებიაც იგივე ასაკის მყავს და 28 იანვარს მოიტეხა ფეხი. როცა ეზოს ალაგებდა, დიდი კატა გამოვარდა საიდანღაც, გამოედო ფეხებში და წააქცია, იმის მერე მყავს თბილისში ბებო.
ჰოდა, ვერ გაძლო ბაბუაჩემმა, ჩამოაკითხა და იმდენი ინერვიულა, რომ გუშინწინ რომ არ შეგვემჩნია, ჩუმად როგორ იკიდებდა გულზე ხელს, არც იტყოდა, რომ ძალიან სტკიოდა გული. ეგრევე მივხვდი, რომ ინფარქტი აქვს. გამოვიძახე სასწრაფო, დადასტურდა დიდი ინფარქტი... ცოცხალი თავით არ მიყვებოდა ექიმებს, რომლებიც ეუნებოდნენ, რომ 3 საათიც აღარ ჰქონდა სიცოცლე დარჩენილი და მიუხედავად ამისა, მაინც უარზე იყო. აღარც მახსოვს, რა გადავიტანეთ. 2 სასწრაფო გაგვაბრუნებინა უკან... შუქი ჩამიქრეთო და ნუ ბოლოს, დავნებდით.
მაგრამ ვიფიქრე, ბოლოჯერ ვცდი დალაპარაკებას-თქო, შევედით მე და გვანცა. არ მახსოვს, რა ვუთხარით და კარგი, წამოვალო. მოკლედ, გაუკეთეს გადაუდებელი ოპერაცია და გადავრჩით.
ნეტა, ყველა ასე ერთგულად შეაბერდეს ერთმანეთს და არ შეეშინდეთ სიკვდილის, როდესაც საყვარელი ადამიანი ცუდად ჰყავთ.
მადლობა ყველას იმ სურვილებისთვის, რაც გუშინ გამომიგზავნეთ. სიყვარული იმარჯვებს!“
თეკლა ჟვანია
10-წლიანი განშორების შემდეგ მაია კაჭკაჭიშვილი ქმარს ურიგდება - "წავა კაი “მუსიკების” წერები"
მაია კაჭკაჭიშვილი მისივე აღმოჩენილ დიეტაზე, რომელსაც სხვებსაც ასწავლის