ვინ აჩუქა "ბოტანიკური ბაღი" შორენა ბეგაშვილს და რას ამბობს მისი ქალიშვილი (ვიდეო) - მშობლები

ვინ აჩუქა "ბოტანიკური ბაღი" შორენა ბეგაშვილს და რას ამბობს მისი ქალიშვილი (ვიდეო)

2020-05-10 07:47:11+04:00

თვითიზოლაციის რთული პერიოდის გადასატანად ადამიანებმა სხვადასხვა გასართობი იპოვნეს. ყველაზე პოპულარული ტიკტოკისათვის ვიდეოების გადაღება გახდა.

რა თქმა უნდა, ტრენდს არ ჩამორჩა შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე, რომელიც ახალ-ახალ ვიდეოებს უზიარებს ფოლოუერებს.

ასევე ტიკ-ტოკზე გამოაქვეყნა ვიდეო, თუ როგორ შემოაქვს მათ სახლში სამ მამაკაცს შორენასთვის გამოგზავნილი უზარმაზარი თაიგული. "დედაჩემს ბოტანიკური ბაღი აჩუქეს" - ასეთი მინაწერი გაუკეთა ევამ ვიდეოს.

ცოტა ხანში კი ინსტაგრამზე უზარმაზარ თაიგულთან გადაღებული შორენას ფოტოც გამოჩნდა ორაზროვანი მინაწერით: "როცა ერთი კარი იკეტება, მეორე იღება". რაც სავარაუდოდ იმას ნიშნავს, რომ მისი გულის დაპყრობას ახალი თაყვანისმცემელი ცდილობს.

mshoblebi

თეკლა ჟვანია