"დღის მეორე ნახევრიდან ამინდი მკვეთრად შეიცვლება, ნალექის ინტენსივობა შეწყდება და მთლიანად გამოიდარებს. ჰაერის დემპერატურა დაბლობში +18+22 გრადუსი, მაღალმთიან რეგიონებში, +17+19 გრადუსია მოსალოდნელი, მაღალ მთაში კი +10+12 გრადუსს ველოდებით.
ტემპერატურის მატება შემდეგ დღეებშიც გაგრძელდება და 17-18-19 მაისისთვის შესაძლებელია +30+31 გრადუსიც გვქონდეს" - განაცხადა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ.