50 წლის ჯენიფერ ლოპესი მართლაც შესაშურ ფორმაშია ყოველთვის. როგორც თავად ამბობს, ჯანსაღად იკვებება და ბევრს ვარჯიშობს - განსაკუთრებით ბევრს ცეკვავს. რა თქმა უნდა, გენებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს - ჯეი ლოს 74 წლის დედა ახლაც მშვენივრად გამოიყურება.
ტყუპი ქალ-ვაჟის დედამ ჯეი ლომ ცოტა ხნის წინ ვიდეო ჩაწერა, სადაც მადლობა გადაუხადა მთელი მსოფლიოს სამედიცინო პერსონალს თავდადებისთვის. თუმცა ვიდეოს შინაარსზე მეტად, საზოგადოება მისმა გარეგნობამ აღაფრთოვანა - ძნელია დაიჯერო, რომ ყოველგვარი ფოტოშოპის გარეშე ის ასე გამოიყურება. არადა სულ ცოტა ხანში უვე 51 წლის ხდება.