მამინაცვალი გამუდმებით ძალადობდა 8 წლის ბავშვზე, დედა კი ამბობდა, რომ "დაიმსახურა" - შემთხვევა, რომელმაც ინტერნეტსივრცე ააფორიაქა
მამინაცვალი გამუდმებით ძალადობდა 8 წლის ბავშვზე, დედა კი ამბობდა, რომ "დაიმსახურა" - შემთხვევა, რომელმაც ინტერნეტსივრცე ააფორიაქა
სამწუხაროდ, არაერთი შემთხვევაა, როცა მოზარდებზე არა უცხო ადამიანები, არამედ მათი ოჯახის წევრები ძალადობენ და რაც კიდევ უფრო საგანგაშოა, ხდება ისედაც, რომ მშობელი, რომელიც ბავშვის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის სადარაჯოზე უნდა იდგას, თავად უქმნის სასიცოცხლო საფრთხეებს საკუთარ შვილს.

ამჯერად მსგავსი ამაზრზენი შემთხვევა რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში მოხდა და მასზე ინტერნეტსივრცეში აქტიურად საუბრობენ. 

25 მარტს 8 წლის ბავშვი ქალაქის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა. დედამ ხელში აყვანილი მოიყვანა ბავშვი და მიმღებში დატოვა შემდეგი სიტყვებით: "მან ეს დაიმსახურა".

"დაიმსახურა" ბავშვმა შემდეგი ტრავმები: დამტვრეული ნეკნები, მოტეხილი ხელი,
ბზარი ფეხში და კიდევ ბევრი სხვა... ბიჭს დაუწვეს სათესლე ჯირკვლები, ცივ წყალში ჩააგდეს რამდენჯერმე, მუცელში არაერთგზის დარტყმისგან კი კუჭ-ნაწლავში სერიოზული დაზიანებები მიიღო და საავადმყოფიში მიყვანისას უკვე პერიტონიტი ჰქონდა დაწყებული - კუჭნაწლავის შიგთავსი პერიტონიუმში იყო გადასული. 

ბავშვის სიცოცხლისთვის ექიმები დიდხანს და დაუღალავად იბრძოდნენ და საბედნიეროდ, მისი გადარჩენა შეძლეს. 

როგორც გაირკვა, ბავშვზე გამუდმებით ძალადობდა მამინაცვალი. თუმცა დედა ყოველთვის ჩქმალავდა ქმრის სისასტიკეს და მეზობლებს ეუბნებოდა, თითქოს ბავშვი დავარდა ან რამეს დაეჯახა. როდესაც უკვე საგამოძიებო განყოფილებაში გაარკვია, რომ თავადაც ემუქრებოდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, შეცვალა ჩვენება და გამოაცხადა, რომ ვერაფრით ეხმარებოდა ბავშვს, რადგან თავადაც მსხვერპლი იყო. 

მამინაცვალზე სისხლის საქმე აღიძრა, თუმცა ბავშვი ამ ეტაპზე დედასთან არის და საზოგადოება ამითაც
აღშფოთებულია. მოითხოვენ, დედას ჩამოერთვას ბავშვი და დეიდას გადაეცეს. 

საქმის დეტალებიდან ისიც გაირკვა, რომ 2019-2020 წლებში 4-ჯერ შეამოწმეს ოჯახი ბავშვის ტრავმების გამო - ბავშვის ბებიამ აცნობა მაშინ პოლიციას, რომ ეჭვობდა, ბავშვზე ძალადობდნენ. თუმცა მშობლები ამტკიცებდნენ, რომ მოზარდი უბრალოდ თამაშობდა და ასე მიიღო ტრავმები - ველოსიპედიდან ჩამოვარდა ან გორგოლაჭებიდან. თავად მოზარდიც პოლიციელებთან უარყოფდა ძალადობის ფაქტებს - როგორც ჩანს, დაშინებული იყო უფროსების მიერ. 

ალბათ ახლაც, ასე მძიმედ რომ არ ყოფილიყო ტრავმირებული, დედა კვლავ სახლში "მოაშუშებდა" და ვერავინ ვერაფერს გაიგებდა.


8324
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ნანა
1
გახსოვთ სანზონაში დებილ ქალს რომ შეეწირა ბავშვის სიცოცხლე.სასწრაფოდ ჩამოართვით ამ ქალს ბავშვი მოახდინეთ რეაგირება.ან უთხარით საზოგადოებას სად ცხოვრობს ეს ბავშვი, სანამ გვიანი არ არის გთხოვთ.ბავშვს ისედაც ფსიქიკა უკვე შერყეული ექნება სასწრაფოდ შველა უნდა
18:57 / 14-05-2020
გამომხშირავი
0
მომეცით ის კაცი და ქალი.
20:10 / 13-05-2020
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი