როგორც ირკვევა, მას მერე, რაც 32 წლის ტიტულოვანმა მომღერალმა ადელმა 45 კილოგრამი დაიკლო და თავისთავად, იმიჯიც შეიცვალა, არც ისე კომფორტულად გრძნობს თავს. თურმე თავადაც კომპლექსდება ახალი გარეგნობის გამო და რაც უფრო ცუდია, თაყვანისმცემლების მხრიდან საკმაოდ დიდ კრიტიკას განიცდის.
ადრე და ახლა
მომღერალი მცირე ხნით გაქრა არეალიდან და უცებ ასეთი, გარდასახული გამოჩნდა. როგორც ამბობენ, ძირითადად ვარჯიშით და ჯანსაღი კვებით მიაღწია ამ შედეგს და გამორიცხავენ ლიპოსაქციას თუ სხვა კოსმეტიკურ-პლასტიკურ ჩარევებს.
არადა მსმენელი და მაყურებელი მას ისეთს მიეჩვია, როგორიც იყო და ახალ იმიჯთან შეგუება ბევრს უჭირს. იმასაც კი უწერენ კომენტარებში, რომ ძველებური გარეგნობა დაიბრუნოს.
ადელის მეგობრების თქმით, თავად ძალიან ბედნიერია ახალი გარეგნობით და ხანდახან არც კი სჯერა, რომ ასე კარგად გამოიყურება. სიამოვნებით ყიდულობს ახალ სამოსს და გარდერობს ცვლის. იმედი აქვს, თავადაც მოეხსნება მალე კომპლექსები და საზოგადოებაც შეეგუება ახალ ადელს.