პრინცი ჰარი და პრინცი უილიამი შერიგდნენ. ამის შესახებ გამოცემა The Mirror წერს. სამეფო ოჯახის შესახებ გამოცემული არაერთი წიგნის ავტორის, ქეით ნიკოლის განმარტებით, ძმებმა ბოლო დროის განმავლობაში ბევრჯერ ისაუბრეს ტელეფონით, რამდენჯერმე ვიდეოჩატითაც იკონტაქტეს. ნიკოლი დარწმუნებულია, რომ პრინცები მამის ავადმყოფობამ დააახლოვა. როგორც ცნობილია 72 წლის პრინცი ჩარლზი კორონავირუსს ებრძოდა. მამის მძიმე ავამყოფობამ ორივე შვილზე იმოქმედა, თითქმის ყოველდღე ურეკავდნენ ერთმანეთს და ძალიან ნერვიულობდნენ. როგორც გახსოვთ, ძმებმა დედა, პრიცესა დიანა, ჯერ კიდევ ბავშვობაში დაკარგეს. ამის შემდეგ ბავშვებისთვის მამა განსაკუთრებით ძვირფასი გახდა.
"როგორც ჩანს, მისი დაკარგვის შიშმა დაანახა ძმებს, რამდენად ცვალებადია ცხოვრება და რომ არ ღირს, მცირე უთანხმოების გამო ოჯახის წევრებმა ძვირფას ადამიანებს გული ატკინონ. მათ ნამდვილად რთული დღეები გამოიარეს და მადლობა ღმერთს, ყველაფერი ცუდი უკან ჩამოიტოვეს" - აღნიშნა ნიკოლმა. მისივე თქმით, პრინც ჰარის ოჯახიდან წასვლის შემდეგ ახლობლები ძალიან ენატრება და ურთიერთობების დეფიციტსაც განიცდის.