ნუკი კოშკელიშვილი ორსულობა-მშობიარობის მერე გამუდმებით ღელავს წონაზე და ძველებურ ფორმებზე, რომელიც ჯერ ვერ დაიბრუნა. ამ თემაზე ხშირად წერს. ამჯერადაც მიუძღვნა პოსტი ინსტაგრამზე:
"გუშინ გავედი სახლიდან და შემხვდა მილლიონი მეგობარი/ნაცნობი. აბსოლუტურად ყველა მაგარ ფორმაში!!!!! ერთმა - ვარჯიში დავიწყეო, მეორემ - დიეტაო, მესამემ - ვარჯიში და დიეტაო. მინუს 6, მინუს 10 კილო ყველას აქვს დაკლებული.
გარდა იმისა, რომ შურით გავსკდი, დიახ, აი, დავიბოღმე და ისე გავაკდი... თავს მოტყუებულად ვგრძნობ, გეგონება დადებული გვქონდა ყველას ფიცი, რომ ახლა ვჭამთ და ჯანდაბას, ყველა მსუქნები ვიქნებით. სკოლაში რომ იძახი, აუ ხვალ არავინ მოვიდეთ მომზადებულები და ერთი რომ გამოხტება, ვინც იმეცადინა. ჰოდა მე მოვიმატე ძაააალიან ბევრი და ვინც 22-ში გამოვა და “ვიდზე” იქნება, იცოდეთ, რომ არ გენდობით, არ გემეგობრებით და მშურს თქვენი! ესაა ჩემი კომენტარი!!!"