ქუთაისის ხონელიძის კლინიკაში სასიხარულო და ბევრისთვის საიმედო ფაქტი მოხდა, რის შესახებაც კლინიკის ფეისბუქგვერდი იუწყება:
"შეიძლება სასწაულიც ვუწოდოთ ფაქტს, რომელიც უამრავი ქალისთვის იმედის და სტიმულის მომცემი იქნება.
"ხონელიძის კლინიკაში" 14.05.2020 52 წლის ასაკში, ქალბატონმა დოდო გიორგაძემ ქვეყნად მოავლინა პირველი შვილი, ჯანმრთელი გოგონა ლუსი ოდილავაძე.
ბედნიერი დედა და ახალშობილი თავს მშვენივრად გრძნობენ. ორსულობის 9-თვიანმა პერიოდმა უპრობლემოდ ჩაიარა. ულამაზესი ლუსი ნამდვილად ღვთის საჩუქრია.
ქალბატონი დოდო უამრავი იმედდაკარგული ქალბატონის მაგალითი უნდა გახდეს. თანამდროვე სამყაროში შეუძლებელი თითქმის არაფერია. მთავარია გწამდეთ, გჯეროდეთ და არასდროს დანებდეთ", - წერია კლინიკის გვერდზე.