ულამაზესი სალომე ღვინიაშვილი იუბილარია. მისი დაბადების დღე სწორედ იმ შეზღუდვის მოხსნას დაემთხვა, რაც 3 ადამიანზე მეტი პირის შეკრებას კრძალავდა. სალომემ და ზურამ ისარგებლეს შემთხვევით და დაბადების დღე აგარაკზე მეგობრების ვიწრო წრეში აღნიშნეს.
იუბილარი როგორც ყოველთვის, მის დაბადების დღეზეც თვალისმომჭრელი იყო - თეთრ ბლუზსა და ცისფერ ჯინსში.
ზურამ საყვარელი მეუღლე ულამაზესი თაიგულით გააანებივრა. სიმწვანეში, აუზის ფონზე გაშლილი სუფრა კი უახლოესი მეგობრებით იყო გარშემორტყმული და გემრიელი სიმღერის ხმაც ისმოდა.
ინსტაგრამი აჭრელდა სალომესთან გადაღებული ვიდეოებითა და ფოტოებით. როგორც ჩანს, მეგობრებმა სახლის პირობებშიც კარგად მოილხინეს.
ესეც ვიდეო მხიარული სუფრიდან:
კადრები სალომე ღვინიაშვილის დაბადების დღიდან
თეკლა ჟვანია