საფრანგეთში 30 წლის განმავლობაში პირველად დაიბადა ექვსი ტყუპი - ხუთი გოგონა და ერთი ბიჭი.
ბავშვები სტრასბურგის კლინიკაში გაჩნდნენ, ორსულობის 25-ე კვირაზე. მათი წონა 630-დან 730 გრამამდეა.
ბავშვების დედას ორი უფროსი შვილი ჰყავს და ეს ორსულობა ხელოვნური ჩარევით დადგა.
პატარები ნეონატალურ რეანიმაციაში მოათავსეს, სადაც რამდენიმე თვეს გაატარებენ.
ექვსი ტყუპის დაბადება იშვიათი მოვლენაა - საშუალოდ 4,7 მილიარდ მშობიარობაში ერთი. აქამდე საფრანგეთში 30 წლის იყო შემთხვევა, როცა ქალმა ექვსი ტყუპი გააჩინა.