არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ ბავშვისთვის შერჩეული სათამაშო აუცილებლად უსაფრთხო, სანდო და ხარისხიანი უნდა იყოს. კიდევ უფრო მეტი სიფრთხილე გვმართებს, როცა საქმე ჩვილებს და სამ წლამდე ბავშვებს ეხება.ამიტომაც არის, რომ მათთვის განკუთვნილი ნივთები ყოველთვის იმ ადგილებში უნდა შევიძინოთ, სადაც მათზე პასუხისმგებლები არიან და სადაც დიდ ყურადღებას აქცევენ პატარების ჯანმრთელობას, სწორ განვითარებას და უსაფრთხოებას.
ახლა უკვე მსოფლიოში წამყვანი ბრენდების სათამაშოების შეძენა სააფთიაქო ქსელ ჯი პი სი-ში შეგიძლიათ.
ჯი-პი-სი-ს 10 ფილიალში ამიერიდან უკვე შეგიძლიათ შეარჩიოთ სათამაშოების რამდენიმე ძალიან ცნობილი ბრენდის, მათ შორის ექსკლუზიურად - fisher price და baby clementoni-ის პროდუქცია, რომელთა წარმომადგენელი საქართველოში კომპანია "პეპელაა".
მოგეხსენებათ, Fisher price ამერიკული ბრენდია, რომელიც 90 წელია არსებობს და მისი ძირითადი ხაზი ჩვილის სათამაშოებია, რომლებიც ბავშვს განვითარებაში ეხმარება.
თითოეული სათამაშო შექმინილია პედიატრებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციით და ხელს უწყობს ბავშვის მოტორიკის,სმენის,ფერების აღქმისა და დაკვირვების უნარების განვითარებაში.
Baby Clementoni კი ცნობილი იტალიური ბრენდია, რომლის სათამაშოებს უფრო მოზრდილი ბავშვებიც
იცნობენ. "კლემენტონის" ჩვილების პროდუქცია შექმნილია იმისთვის, რომ ხელი შეუწყონ მათ ზრდის პროცესსა და განვითარებაში. განვითარდი თამაშით - ეს ამ იტალიური ბრენდის მთავარი სლოგანია, რომელსაც ნამდვილად ამართლებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ორი კვირის განმავლობაში სათამაშოების სრულ ასორტიმენტზე, "ჯი-პი-სი"-ს აფთიაქებში 20%-იანი ფასდაკლება გელით.
ასორტიმენტი ამ ეტაპზე ჯი-პი-სი-ს შემდეგ ფილიალებში იქნება ხელმისაწვდომი:
1. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #50
2. თბილისი, ვაჟა ფშაველას 71
3. თბილისი, წყნეთი
4. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.#24
5. თბილისი, ვაფა ფშაველას გამზ.#48
6. თბილისი, აბაშიძის 41
7. თბილისი, ცინცაძის 12
8. თბილისი, ვაჟა ფშაველას 41
9. თბილისი, ვაჟა-ფშაველას მე-4კვ. კორპ. 3გ