მხატვარი ნიკუშა შენგელაიას ოჯახი კარანტინისას - ბოლო ორი თვის განმავლობაში წყნეთში იმყოფებოდა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახს მათთან განსაკუთრებული სიახლოვე აქვს. თუ როგორ გაატარა ამ ორმა ოჯახმა თვითიზოლაცია, ამის თაობაზე ნიკუშა შენგელაიას მეუღლეს - ეკა ჭიჭინაძეს გავესაუბრეთ...
- ორი თვეა სახლიდან არ გავსულვარ... წყნეთში ვართ და აქ შედარებით ადვილია იზოლაციის ატანა, ეზოში მაინც გავდივართ. მართალი გითხრათ, ძალიან მომეწონა, ბევრი დრო მქონდა ჩემი თავისთვის, ვარჯიშიც კი
დავიწყე, სულ მეზარებოდა და რაც მთავარია გამიმართლა, რომ ჩემი ვაჟი - გიორგი საახალწლოდ არდადეგებზე ჩამოვიდა ბოსტონიდან და დარჩა. მომენატრა სტუმრები, ანუ ის ადამიანები, ვინც მიყვარს. ყოველთვის ვიცოდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებთან ურთიერთობა, ნახვა და არა მესიჯები და ონლაინურთიერთობები… მოკლედ, ამ იზოლაციას დადებითი მხარეც ჰქონდა და უარყოფითიც. რთული არ ყოფილა, პირიქით ვიყავით მშვიდად და მინდა, სრულიად ობიექტურად გითხრათ, რომ ასე დაცულად თავი არასდროს მიგრძნია!
- ამ რთულ პერიოდში თუ გქონდათ ერთმანეთთან კონტაქტი, როგორ გაატარეს ბოლო ორი თვე?
- უტა იზოლაციაში იყო, ახლა უკვე შინ არის... მშვიდად არიან და თავს იცავენ, როგორც ჩვენ ყველა. დაბადების დღე მქონდა 2 მაისს და განსაკუთრებული სითბოთი მომილოცეს...
- გვანცა ივანიშვილიც საქართველოშია? უტას საქართველოში დაბრუნებას დიდი გამოხმარერბა მოჰყვა, ამბობდნენ, რატომ არ გადაიყვანეს კარანტინშიო? საინტერესოა, სად იმყოფებოდა თვითიზოლაციისას? განაგრძეთ კითხვა