ლელა მებურიშვილი კარანტინის პერიოდს შვილებთან ერთად აგარაკზე ატარებს. მართალია, თვითიზოლაციის წესებს იცავს, მაგრამ ამასთანავე ბავშვები ბუნებაში ჰყავს, თამაშობენ, შეხება აქვთ მიწასთან, სიმწვანესთამ და ეს ნაწილობრივ ამსუბუქებს შექმნილ ვითარებას.
ბოლო პერიოდში ლელამ თავისდაუნებურად, თუ გამიზნულად იმიჯი შეიცვალა, მოკლედ შეჭრილი თმა აშკარად გაეზარდა, მაგრამ მომხიბვლელ მსახიობს ახალი იმიჯი ძალიან უხდება. ლელა ინსტაგრამზე საკმაოდ აქტიურია და ახალ-ახალ ფოტოებსაც უზიარებს მის ფოლოუერებს.
როგორც მოსახელობის დიდი ნაწილი, ლელაც დააფიქრა კორონავირუსის შედეგებმა და ფიქრობს, რომ ერთის მხრივ, კოვიდ-19-მა ადამიანებს კარგიც კი გაუკეთა. აი, რას წერს მსახიობი:
„მიხარია, რომ უფრო ნაკლები აგრესია იგრძნობა ხალხში, თითქოს უფრო ლმობიერები და ნაკლებად ცინიკურები მეჩვენებიან. იმედია ასეა და უბრალოდ შორიდან არ ვტყუვდები. არა ალბათ მართლა რაღაც შეიცვალა უკეთესობისკენ და როცა ყველაფერი ისევ ძველებურად აგუგუნდება, ადამიანები მეტად დავაფასებთ ერთმანეთს, ნაკლებად ვატკენთ უსამართლოდ, უფრო ყურადღებიანები ვიქნებით და მზრუნველები...
ეჰ, ნეტა მართლა ესე მოხდეს.
ვნახოთ!“
თეკლა ჟვანია