"ჩვენც შენთან ერთად ვიყავით ყოველთვის... ასე იქნება მომავალშიც..." - ცნობილი მშობლების სურვილები შვილებს ბოლო ზარზე
"ჩვენც შენთან ერთად ვიყავით ყოველთვის... ასე იქნება მომავალშიც..." - ცნობილი მშობლების სურვილები შვილებს ბოლო ზარზე
დღეს 2020 წლის 20 მაისია და მე-12 კლასელებს ბოლო ზარი უნდა ჰქონოდათ. თუმცა კორონავირუსისასა და შექმნილი ვითარების გამო, ცარიელი სკოლებიდან ვიხილეთ მასწავლებლებისა და დირექტორების ონლაინ ჩართვები, რომლებიც საკუთარ მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავდნენ.

ალბათ, ისტორიაში პირველად დაირეკა ბოლო ზარი ონლაინ, რაც ერთდროულად გულისამაჩუყებელი და გულდასაწყვეტია, რადგან ესაა მოვლენა, რომელიც ერთხელ ხდება ცხოვრებაში.

მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, ბავშვებმა მაინც მოახერხეს თეთრი პერანგების მორგება და სამახსოვრო მინაწერების გაკეთება.

წელს სკოლა დაამთავრა ხატია შამუგიას ბიჭმა ნიკამ. "დეეეე, გილოცავ შენ და მთელს შენს კლასს და სამეგობროს ცხოვრების
ახალ ეტაპზე გადასვლას! მინდა სულ ვიამაყო შენით", - ამ მინაწერით გამოაქვეყნა ხატიამ ფოტოები.
mshoblebi


მოსწავლეობის პერიოდი ასევე დაასრულა გუგა ქაშიბაძის ქალიშვილმა ბარბარემ. გუგა ქაშიბაძის მეუღლემ თაკო აბურჯანიძე ამ მნიშვნელოვან მოვლენას ასე გამოეხმაურა:
"ბოლო ზარი... ბარბარე...
პოსტების წერით არ გამოვირჩევი...დღეს კი ეს ძალიან მომინდა...
ბარბარე ჩემო პირველო, მთავარო და გამორჩეულო სიხარულო... ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი შენი ცხოვრების, წარმატებით გაიარე და ჩვენც შენთან ერთად ვიყავით ყოველთვის...
ასე იქნება მომავალშიც, წინ დიდი გამოწვევები გელის.
მინდა რომ ძალიან ბედნიერი იყო... მიყვარხარ... როგორც გუგა იტყოდა - ზურგის ქარი, დე..."
mshoblebi

ასევე დაამთავრა სკოლა რეჟისორ დიმა ხვთისიაშვილის შვილმა ნიკამ. დიმამ შვილს ონლაინსკოლადამთავრებული უწოდა.
mshoblebi
თეკლა ჟვანია
3392
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?