"სწორად განსაზღვრეთ, გიღირთ თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა" - ხათუნა ზახაშვილის განმარტება
"სწორად განსაზღვრეთ, გიღირთ თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა" - ხათუნა ზახაშვილის განმარტება

თუ ადა­მი­ანს დიდი მან­ძი­ლი არ აქვს და­სა­ფა­რი სჯობს, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი არ გა­მო­ი­ყე­ნოს და ის იმ ადა­მი­ა­ნებს და­უთ­მოს, ვი­საც ეს ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბა - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვილ­მა ისა­უბ­რა და გან­მარ­ტა, თუ რო­გო­რია ცენ­ტრის რე­კო­მენ­და­ცია, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს ავ­ტო­ბუს­ში, მეტ­როს ვა­გონ­ში და სხვა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­ში მას შემ­დეგ, რაც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი ამუ­შავ­დე­ბა.

"მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ ადა­მი­ა­ნებს შო­რის სა­თა­ნა­დო მან­ძი­ლი უნდა იყოს და­ცუ­ლი იმის­თვის, რომ პირ­და­პი­რი წვე­თით ამ ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა არ მოხ­დეს.
და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ადა­მი­ა­ნე­ბის სო­ცი­ა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და თვით­კონ­ტროლ­ზე იმის­თვის, რომ სწო­რად გან­სა­ზღვროთ, გი­ღირთ ამ ტრან­სპორ­ტში ჩაჯ­დო­მა თუ არა.

თუ თქვე­ნი გა­და­ად­გი­ლე­ბა იმ­დე­ნად შორ­საა, რომ ამ მან­ძი­ლის და­ფარ­ვა ფე­ხით შე­უძ­ლე­ბე­ლია, რა თქმა უნდა, სჯობს ტრან­სპორ­ტით ისარ­გებ­ლოთ და ყვე­ლა სხვა და­ნარ­ჩენს, ვი­საც გა­სავ­ლე­ლი მან­ძი­ლის ფე­ხით და­ფარ­ვა შე­უძ­ლია, და­უთ­მოს სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა მათ, ვის­თვი­საც ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია“,- გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვილ­მა.
828
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?