კახა მამულაშვილს, იგივე მამულიჩა, საკმაოდ აქტიურია ფეისბუქზე და ხშირად აქვეყნებს ოჯახის წევრების ფოტოებს და ვიდეოებს. რა თქმა უნდა, კარანტინის პერიოდს ის და ლელაც სახლში ატარებენ, ქალიშვილ მარიამთან ერთად და ასევე მათ გვერდით არიან ხშირად მამულიჩას ვაჟი პირველი ქორწინებიდან - ნიკო, მისი მეუღლე ნანუკა ფაღავა და პატარა ალექსანდრე.
რძალსა და შვილიშვილთან ერთად
მამულიჩა ბევრ დროს უთმობს პატარა ალექსანდრეს, ასეირნებს და ეთამაშება.
ნიკო, ალექსანდრე, მარიამ და კახა მამულაშვილები
ეს მხიარული ვიდეოც მამულიჩას ინსტაგრამიდანაა - ლელა შესანიშნავად ასრულებს ტიკ-ტოკერების ცნობილ და არც ისე იოლ ცეკვას.