თამუნა მუსერიძე მესამე შვილის მოლოდინშია. როგორც იცით, მას ჰყავს სანდრო პირველი ქორწინებიდან და მარიანა - სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძესთან. სანდრო და თამუნა ახლა მეორე საერთო შვილს ელიან და როგორც გაირკვა, ისიც გოგო იქნება.
სანდროს პირველი ქორწინებიდანაც გოგონა ჰყავს - ლიზა და როგორც მათი ფეისბუქგვერდებიდან ირკვევა, მომავალი ბავშვის მამასაც და ძმასაც უნდოდათ, დედიკოს მუცელში მყოფი პატარა ბიჭი ყოფილიყო.
ეს ამბავი განსაკუთრებით ემოციურად მიიღო თამუნას შვილმა სანდრომ, რომელიც როგორც ჩანს, დარწმუნებული იყო რომ ძმა უნდა ჰყოლოდა და როცა გაიგო, რომ დედიკო ისევ გოგონას მოლოდინში იყო - ცრემლები ვერ შეიკავა.
სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძეც არ ჩანდა ბოლომდე კმაყოფილი ექოსკოპიის შედეგით, თუმცა, ეს მხოლოდ პირველი ემოცია გახლდათ და რა თქმა უნდა, წყვილი პატარას დიდი სიხარულით ელოდება.
თეკლა ჟვანია