"დაურეკეს მშობლებს და უთხრეს, შვილი მოგიკალითო... რა უნდა ვუთხრათ შენს ემიგრანტ დედას და მამას?" - მკვლელობა ჩოხატაურში
"დაურეკეს მშობლებს და უთხრეს, შვილი მოგიკალითო... რა უნდა ვუთხრათ შენს ემიგრანტ დედას და მამას?" - მკვლელობა ჩოხატაურში
"ემიგრანტების იმედმა" შოთო სიხარულიძემ სოციალურ ქსელში სამწუხარო ამბავი გაავრცელა:

"დავმუნჯდი.... მკვლელობა ჩოხატაურში სოფელ გუთურში...
რა უნდა ვუთხრათ შენს ემიგრანტ დედას და მამას? ასე სასტიკად როგორ მოგექცნენ და ისიც არ იკმარეს, დაურეკეს მშობლებს და უთხრეს, შვილი მოგიკალითო....

...მეხის გავარდნას ჰგავს ეს ყველაფერი. მუდმივად კეთილშობილური განწყობის გამომსახველი თვალები, მუდამ ღიმილიანი სახე, მორიდებული ყველას მიმართ, წყნარი და მოკრძალებული. თავდადებით შრომობდი, სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი.
ასე იცხოვრე 25 წელი... ულმობელმა სიკვდილმა ერთმანეთს ფიზიკურად დაგვაშორა, მაგრამ შენ არ იფიქრო, სიკვდილი შეძლებს შენდამი სიყვარულის განელებას. თავზარდაცემულია ოჯახი, სამეგობრო,
ახლობლები. ყველანი თავს დაგენაცვლენ, ყველაფერი გაგიკეთეს, მხოლოდ ერთი რამ ვერ შეძლეს.. სიცოცხლე ვერ დაგიბრუნეს…

ატირდა მთელი გურია და გუთური... თავზარდამცემია ეს ყველაფერი.. ყველაფერი გიხაროდა, მაგრამ არ გაცადა.... 25 წლისას მოგისპო სიცოცხლე. "შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ავთო კალანდაძის ოჯახსა და ახლობლებს".

"გურია ნიუსის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მკვლელობა სოფელ გუთურში მოხდა. მოკლულია 26 წლის ავთო კალანდაძე. მოკლული მეზობელმა საკუთარ ეზოში იპოვა. მეზობლები და მოკლულის ახლობლები ფაქტს ვერ ხსნიან.

"ჯერ კიდევ ვერ გაგვიაზრებია, რა მოხდა, ვინ და რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ 26 წლის ბიჭი. იშვიათად რომ შეიძლება შეგხვდეთ ისეთი ახალგაზრდა
იყო", _ ამბობს მოკლულის ერთ-ერთი მეზობელი "გურია ნიუსთან".

შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია განზრახ მკვლელობის მუხლით და სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.
2888
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?