ნინო ანანიაშვილი პატარა იყო, როდესაც მოსკოვში გაემგზავრა ბებიასთან ერთად, როგორც ნიჭიერი და პერსპექტიული ბალერინა. მისი მომავლისთვის, მისი ნიჭის განვითარებისთვის და კარიერისთვის ასე იყო საჭირო და ოჯახმა ეს მსხვერპლი გაიღო. თუმცა როგორც ახლა ამბობს, ძალიან ენატრებოდა მშობლები, რომლებსაც ხშირად ვერ ხედავდა. ამჯერად პრიმაბალერინამ დედა გაიხსენა:
"ჩემი უსაყვარლესი დედიკო!!!
13 წლიდან რომ წავედი მოსკოვში, მის შემდეგ სულ მენატრებოდა. არასოდეს არ გვქონდა საკმარისი დრო სალაპარაკოდ, სულ დაკავებული ვიყავი: ჯერ სწავლით, შემდეგ მუშაობით.
მიხარია, რომ ნიუ-იორკში ABT-ის სპექტაკლებს დაესწრენ დედა და მამა, და თვითონ ნახეს, თუ როგორ მიღებდა მაყურებელი, იმიტომ რომ ამის მოყოლა არ შემეძლო.
ჩემს ელენესაც მოესწრო, და ეს მისთვის დიდი ბედნიერება იყო. ყოველთვის მაკლია... მწყდება გული რომ დღეს ჩვენთან არ არის... გაანათლოს მისი სული."
პატარა ნინო
ნინოს ქალიშვილი ელენე, რომელიც ცხენოსნობით არის გატაცებული