მსახიობი ანი ჩირაძე და შეფმზარეული კონსტანტინე თედელური რა ხანია, ერთად ცხოვრობენ. ოქტომბერში იქორწინეს კიდეც - ხელი მოაწერეს და ვიწრო წრეში აღნიშნეს ეს ბედნიერი დღე.
წყვილი კარანტინის პერიოდს ძირითადად შინ ატარებს, თუმცა ცოტა ხნის წინ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას ესტუმრნენ - "მასტერშეფის" დაწყებასთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში.
ანი ინსტაგრამზე ხშირად დებს თავისი ქალიშვილის - მშვენიერი ნიცა ცისკარიშვილის ფოტოს, რომელიც ძალიან ჰგავს დედას.
"ჩიკას" რეალურ ცხოვრებაშიც ორი შვილი ჰყავს, ქალ-ვაჟი.
ასევე ავრცელებს სოციალურ ქსელში შვილის ფოტოებს კონსტანტინე თედელური.
ვაჟი მას პირველ ქორწინებაში შეეძინა - ივენთ-მენეჯერ სოფო (სონია) ნიკოლაძესთან.
კონსტანტინე და სონია
ანისაც და კონსტანტინესაც აქტიური ურთიერთობა აქვთ შვილებთან კარანტინის პერიოდშიც. მუშაობაც ორივემ დაიწყო - "ჩემი ცოლის დაქალების" გადაღებებიც გრძელდება და კონსტანტინეც კულინარიული შოუს ახალი სეზონის გადაღებებში ჩაერთო.
ცნობისათვის, "ჩცდ"-ში ჩიკას დედამთილის როლს მისი ნამდვილი დედა ასრულებს.