"ცოტა დაგ­ვრჩა გა­საძ­ლე­ბი" - ავტომობილში მგზავრის წინ დასმაზე არსებული შეზღუდვა კვლავ ძალაშია - როდის მოხსნება ყველა შეზღუდვა მგზავრობაზე
"ცოტა დაგ­ვრჩა გა­საძ­ლე­ბი" - ავტომობილში მგზავრის წინ დასმაზე არსებული შეზღუდვა კვლავ ძალაშია - როდის მოხსნება ყველა შეზღუდვა მგზავრობაზე
სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბილ­ში მგზავ­რის წინ დას­მა­ზე არ­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვა 22 მა­ი­სი­დან არ მო­იხ­სნე­ბა. ამის შე­სა­ხებ მან "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" გა­ნა­ცხა­და.
ტე­ლე­წამ­ყვა­ნის კი­თხვა­ზე, უნდა მო­იხ­სნას თუ არა, 23 მა­ი­სი­დან მგზავ­რის წინ დას­მა­ზე აკ­რძალ­ვა, კო­ბა­ხი­ძე პა­სუ­ხობს, რომ "თუკი, გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი რამ არ მოხ­დე­ბა, პირ­ვე­ლი ივ­ლი­სის­თვის ყვე­ლა სა­ხის შე­ზღუდ­ვა მოხ­სნი­ლი იქ­ნე­ბა".

"თან­და­თა­ნო­ბით მო­იხ­სნე­ბა. 22 მა­ი­სი­დან არ მო­იხ­სნე­ბა ყვე­ლა შე­ზღუდ­ვა, მათ შო­რის, ეს შე­ზღუდ­ვა, თუმ­ცა, თან­და­თა­ნო­ბით უნდა მო­იხ­სნას.

და­ახ­ლო­ე­ბით, ერთი თვის წინ შედ­გა მთავ­რო­ბის მიერ ეს გეგ­მა. იმე­დი გვაქვს, თუ რამე
გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი არ მოხ­და, პირ­ვე­ლი ივ­ლი­სის­თვის უკვე სა­ბო­ლო­ოდ მო­იხ­სნე­ბა ყვე­ლა შე­ზღუდ­ვა გარ­და პირ­ბა­დი­სა... ცოტა დაგ­ვრჩა გა­საძ­ლე­ბი, სა­უ­ბა­რია, მაქ­სი­მუმ 2-თვი­ან პე­რი­ოდ­ზე, როცა უკვე ყვე­ლა შე­ზღუდ­ვა მო­იხ­სნე­ბა, თუმ­ცა, მა­ნამ­დეც თან­მიმ­დევ­რუ­ლად მო­იხ­სნე­ბა ყვე­ლა შე­ზღუდ­ვა“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.


რო­გორც კო­ბა­ხი­ძე გან­მარ­ტავს, სწო­რედ იმ შე­ზღუდ­ვე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით არ ჰყავს სა­ქარ­თვე­ლოს კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი, რა­საც ოპო­ზი­ცია ირა­ცი­ო­ნა­ლურს უწო­დებს.

"იყო არა­ერ­თი შეხ­ვედ­რა საბ­ჭოს ფორ­მატ­ში, რო­მელ­საც ეს­წრე­ბოდ­ნენ, რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ასე­ვე ექი­მე­ბი, ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი და საბ­ჭოს ფორ­მატ­ში გა­ნი­ხი­ლე­ბო­და თი­თო­ე­უ­ლი ეს სა­კი­თხი. რა თქმა უნდა, ასე­თი კი­თხვე­ბი სხვა­დას­ხვა მხრი­დან ის­მო­და. ერთ-ერთი მე ვი­ყა­ვი, რო­მელ­მაც დავ­სვი შე­კი­თხვა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა­ტომ არ უნდა მჯდა­რი­ყო წინ
და­მა­ტე­ბით ერთი მგზავ­რი.

ასე­თი კი­თხვე­ბი ბუ­ნებ­რი­ვია, ის­მო­და, ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლიც არის, რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ყვე­ლა­ზე რა­ცი­ო­ნა­ლურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე მიხ­ვი­დე. ჩვენ თი­თო­ე­ულ ამ კი­თხვა­ზე ვი­ღებ­დით პრაგ­მა­ტულ პა­სუ­ხებს, რო­გორც ექი­მე­ბის, ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბის მხრი­დან, ასე­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან. ზუს­ტად ეს შე­ზღუდ­ვე­ბი, რო­მე­ლიც ოპო­ზი­ცი­ას ირა­ცი­ო­ნა­ლუ­რად მი­აჩ­ნია, გახ­და იმის სა­ფუძ­ვე­ლი, რომ ჩვენ გვაქვს 224 აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვა და არ გვაქვს და­უშ­ვათ, 3 500, რო­გორც ეს მე­ზო­ბელ სომ­ხეთ­შია“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.
1370
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?