"აი, „ადამიანის უფლება ილახება და იზღუდება“, დიახ, ავადმყოფობა ბევრ რამეში გზღუდავს და თუ გონიერად არ მოიქცევი, შეიძლება გიმსხვერპლოს კიდეც"
"აი, „ადამიანის უფლება ილახება და იზღუდება“, დიახ, ავადმყოფობა ბევრ რამეში გზღუდავს და თუ გონიერად არ მოიქცევი, შეიძლება გიმსხვერპლოს კიდეც"
უმრავლესობის დეპუტატი ლადო კახაძე შემზღუდავი ღონისძიებების შესახებ ოპონენტებს პასუხობს.

„მინდა ერთი განმარტება გავაკეთო ამ გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე ჩვენი ოპონენტების გუშინდელ განცხადებაზე, რომ ადამიანთა უფლებები იზღუდება. მინდა ყველას მარტივი მაგალითით ვუთხრა- თითოეული ჩვენთაგანი პოტენციური პაციენტია. ამიტომ, იმ შემთხვევაში, თუ მე პოტენციურად ავადობის გამავრცელებლად ვითვლები, ნებსით თუ უნებლიედ, მათი დამაავადებელი და ამ პანდემიის გამავრცელებელი გავხდები, ანუ მისი მსახური. რასაკვირველია, ჩემი იზოლირება ჩემს უფლებებს ნაწილობრივ შეზღუდავს, მაგრამ ათასჯერ ძლიერდება ჩემს მიმართ მზრუნველობა, როგორც სამედიცინო სამყაროს მხრიდან, ასევე ის დაცვითი ფუნქციები, რომელიც მე
არამხოლოდ გამომაჯამრთელებს, არამედ უსაფრთხოდ გამომიყვანს სამოღვაწეო ასპარეზზე. ამიტომ, თუ მათ ერთმანეთს შევადარებთ, ის ღონისძიება, რომელიც დროულ იზოლირებას გულისხმობს და ამასთანავე, გაძლიერებულ დახმარებას, ერთმანეთს აბათილებს იმ გაგებით, რომ უსაფრთხოების კუთხით ეს ყოველმხრივ გამართლებულია. ამიტომ, იმაზე აპელირება, რომ აი, „ადამიანის უფლება ილახება და იზღუდება“, დიახ, ავადმყოფობა ასეთი რამეა. ბევრ რამეში გზღუდავს და თუ გონიერად არ მოიქცევი, შეიძლება გიმსხვერპლოს კიდეც. ამიტომ, ჩვენი მთავარი მიზანია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს რისკები მინიმიზირებული გავხადოთ. ჩვენი ეს ინიციატივაც იმით იყო განსაზღვრული, რომ ხელისუფლების აღმასრულებელ შტოს მიეცეს უფლება, ლოკალური გამოწვევების დროს ოპერატიულად იმოქმედოს ყველა იმ დაცვითი ფუნქციით, რაც მას საშუალებას
აძლევს, ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაიცვას“,-განაცხადა კახაძემ.

მისი განმარტებით, ოპონენტებს დესტრუქციული ქმედებები სურთ.

„ალბათ, ოპონენტს აქვს უნარი და სურვილი, რომ ხელისუფალი დესტრუქციაში შეიყვანოს, ეს მათი ფუნქციაა და ამას ვერავინ დაუშლის. რამდენად კარგია ქვეყნისთვის, ვერ გეტყვით, მაგრამ მათ სამოღვაწეო ასპარეზზე ეს ერთ-ერთი იარაღიც არის. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლების უზურპირება გინდათო, თუმცა ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ამ უფლების გადაცემა მხოლოდ იმ ვადით არის შესაძლებელი, რასაც პანდემია და ეპიდემიოლოგიური საშიშროება ჰქვია. თუმცა, მაინც ხმამაღლა იყო საუბარი, გამოსვლები და ხელისუფლების შტომ, საკონონმდებლო სივრცის უმრავლესობის წარმომადგენლებმა ლოგიკურად კიდევ ერთხელ დაუსაბუთეს, რომ ამის მცდელობაც კი არ არის“,-განაცხადა კახაძემ.

ცნობისთვის, ახალი კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.
128
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?