თუ COVID-19-ის მსოფლიო პანდემიამდე გადატვირთული რეჟიმისგან იმდენად ვიღლებოდით, რომ დასვენების დღეებში ძალების აღდგენას ვერ ვასწრებდით, ახლა სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდით.
როგორც გადატვირთული რეჟიმი, უძილობა, მუდმივი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა იწვევს ქრონიკული გადაღლილობის სინდრომს, ისე შეიძლება გამოიწვიოს ინერტულობამაც, როცა ენერგიას ვერ ვხარჯავთ და ძირითადად, მოდუნებულები ვართ. ამასთან, შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან ერთად, ჩვეულ რეჟიმს ვუბრუნდებით, თუმცა რამდენად შრომისუნარიანები ვიქნებით, როცა თავს მუდმივად ინტერტულად ვგრძნობთ?
ქრონიკული გადაღლილობის სინდრომი იმაზე დიდ ზეგავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე, ვიდრე წარმოგვიდგენია. გვიკარგავს სიახლის მიმართ სწრაფვის ხალისს, მოტივაციას, ნაყოფიერად ვიშრომოთ, გავერთოთ და თვითგანვითარებაზე ვიზრუნოთ.
აღნიშნული სინდრომის მოსახსნელად შეგვიძლია, შევასრულოთ რამდენიმე მარტივი რეკომენდაცია და მალევე აღმოვაჩენთ, როგორ გაუმჯობესდება ცხოვრების ხარისხი:
ახალი ხილი და ბოსტნეული, მარცვლეული, ოკეანის თევზი - ეს იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ჯანსაღი კვების ნაწილი უნდა იყოს. ამასთან, წყალი ორგანიზმს მეტაბოლიზმში ეხმარება და ენერგიით გვავსებს.
მედიტაცია და იოგა - მათით შეგვიძლია, სახლშიც დავკავდეთ, ამისთვის უამრავი სასარგებლო აპლიკაცია არსებობს. შევიძინოთ კომფორტული მატრასი, ბალიში, საბანი და საღამური, რომელიც ნატურალური მასალისგან იქნება დამზადებული - რაც უფრო კომფორტულად გრძნობ თავს, მეტი შესაძლებლობაა, მშვიდად გეძინოს. დაძინებამდე არ გადავათვალიეროთ სოციალური ქსელები. ყოველდღიურად, ერთსა და იმავე დროს დავიძინოთ და გავიღვიძოთ.
ამასთან, ის აღმოფხვრის უჯრედებში ჟანგბადის მიწოდებასა და მოთხოვნილებას შორის შეუსაბამობას. მედიკოსების მიერ აღიარებულია, რომ მილდრონატი 250 მგ მოქმედებს როგორც ენერგიის კორექტორი და გვეხმარება გონებრივ და ფიზიკურ დატვირთვასთან გამკლავებაში, განსაკუთრებით ინფექციური დაავადებების შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდში.
თუ ჯანსაღად ვიკვებებით, მეტ წყალს ვსვამთ, ძილი მოვაწესრიგეთ, ვარჯიშიც კი დავიწყეთ და გვსურს, დაღლილობის სინდრომი უფრო მოკლე დროში მოვიხსნათ, მილდრონატი 250 მგ კაფსულებში სწორედ ამაში დაგვეხმარება.
R