ტაქსების გარდა, ავტომანქანაში სამ ადამიანზე მეტის ყოფნის შეზღუდვა იხსნება - "ტაქსთან მიმართებაში გარკვეული რისკები არსებობს"
ტაქსების გარდა, ავტომანქანაში სამ ადამიანზე მეტის ყოფნის შეზღუდვა იხსნება - "ტაქსთან მიმართებაში გარკვეული რისკები არსებობს"
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, თუ რატომ რჩება ძალაში 3 პირზე მეტის გადაადგილების შეზღუდვა ტაქსებისთვის.

როგორც მინისტრი აცხადებს, ვინაიდან ტაქსის მძღოლებს ბევრ მგზავრთან უწევთ კომუნიკაცია, აღნიშნული შეზღუდვა პრევენციის საშუალებაა.

„ეს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს: ჩვენთვის მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, კვლავ დიდხანს დარჩება ძალაში, რომ უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცირება. ტაქსთან მიმართებაში გარკვეული რისკები არსებობს, როდესაც მძღოლი საკმაოდ ხშირად იცვლის თავის მგზავრს და სწორედ ამ პრევენციიდან გამომდინარე დავტოვეთ ეს შეზღუდვა“ , -განაცადა ტიკარაძემ.

მან ასევე საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შესახებაც ისაუბრა და
აღნიშნა, რომ მარტში, როდესაც მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოში ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი იყო 3.3-ზე მეტი, რაც იძლეოდა ამ გადაწყვეტილების მიზეზს.

„ეფექტურად მართვის შედეგად ჩვენ გარკვეული პერიოდი გვქონდა მნიშვნელოვანი ვარდნა ამ კოეფიციენტის და ის მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში იყო 1-ზე ნაკლები. დღესდღეობით, ეს კოეფიციენტი გამომდინარეობს და ფიქსირდება სწორედ იმ სოფლებში , რომლებიც კვლავ დარჩება ჩაკეტილი და იქიდან გამომდინარე, რომ დღესდღეობით საქართველოში ვირუსი მეტად ლოკალიზებულია, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოვხსნათ საგანგებო მდგომარეობა,თუმცა ჯანდაცვის კანონის შესაბამისად, ჩვენ ვიტოვებთ ბერკეტს, რომ გავაგრძელოთ კვლევა ამ ორ სოფლებში და ამ სოფლებშიც მოხდეს ამ ჯაჭვის გაწყვეტა, ისევე
როგორც მოვახდინეთ სხვა შედარებით უფრო მცირე ლოკაციებსა და კლასტერებში“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ტაქსების გარდა, ავტომანქანაში სამ ადამიანზე მეტის ყოფნის შეზღუდვა იხსნება.
522
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
თამარი
0
იტალიაში მეტროპოლიტენი ცარიელი დადიოდა,მაგრამ მაინც მუშაობდა.
04:36 / 23-05-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი