სიახლეებიკალეიდოსკოპი
ცნობილი მსახიობი მკაცრად გააკრიტიკეს - მის 5 წლის გოგონას ისევ პამპერსით დადის
ცნობილი მსახიობი მკაცრად გააკრიტიკეს - მის 5 წლის გოგონას ისევ პამპერსით დადის
ცნობილმა მსხიობმა, 39 წლის კრისტენ ბელმა, რომელიც ორ შვილს ზრდის, გაბედა და თავის ერთ-ერთ შოუში ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ვერ ახერხებს, 5 წლის გოგონა საფენებს გადააჩვიოს და ქოთანს მიაჩვიოს.

"ახლა ჩემი შვილი ხუთი წლის არის და კვლავ პამპერსს ატარებს", - აღიარა კრისტენმა.

ბავშვების აღზრდაში ძალიან ეხმარება ქმარი - ასევე ჰოლივუდის მსახიობი დექს შეპარდი, თუმცა ამ პრობლემას ვერც გაერთიანებული ძალებით უშველეს და ძალიან ღელავენ. 

კრისტენის ამ განცხადებას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ინტერნეტში მკაცრად გააკრიტიკეს ბელი. ზოგმა უყურადღებობაში დაადანაშაულა, ზოგმა - უნებისყოფობაში, სხვებმა
ურჩიეს - ექიმთან მიიყვანოს ბავშვი და გაასინჯოს, დარღვევა ხომ არ აქვს. 
mshoblebi
ბევრმა გაკიცხა კრისტენი გულახდილობის გამოც. "ისინი ბავშვების ფოტოებს ფარავენ ხოლმე, კონფიდენციალურობის გამო, მაგრამ ამ დროს იმას ყვებიან, რომ მათი 5 წლის ქალიშვილი პამპერსით დადის. 10 წლის მერე რომ წაიკითხავს მათი ქალიშვილი ამას, მოეწონება?"

ბეჭდვა