"4 რამ, რაც ქართველი დიასახლისებისგან ვისწავლე" - რუსი ჟურნალისტის წერილი
"4 რამ, რაც ქართველი დიასახლისებისგან ვისწავლე" - რუსი ჟურნალისტის წერილი
ეს რუსული საიტის "ოფიგენნოს" რუსი ჟურნალისტის ანა შემეტის სტატიაა, თუ რა ისწავლა ქართველი დიასახლისებისგან.

ჩვეულებრივი დიასახლის ყოველდღიური ცხოვრების წესი ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულია. თუმცა ის ადამიანები, რომლებიც ხშირად სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნებს, ამჩნევენ, რომ უბრალო დიასახლისების ცხოვრებისეული წვრილმანები ქვეყნების მიხედვით ძალიან განსხვავდება. აღმოჩნდა, რომ ქართველი დიასახლისების წეს-ჩვეულებები, ჩვენ რომ არაფრით აღსანიშნავი არ გვგონია, ძალიან მოსწონთ უცხოელ სტუმრებს. ამჯერად, რუს ანა შემეტს მოვუსმინოთ, თუ რამ გააოცა ქართველი დიასახლისების ყოველდღიურ ჩვევებში და მიგნებებში და მიიჩნია სასარგებლოდ:

"რა უნდა ვისწავლოთ ქართველი დიასახლისებისგან

1. სანელებლების
მიმართ მიდგომა
რატომ მიიჩნევა ქართული სამზარეულო ერთ-ერთ ყველაზე პიკანტურად და გემრიელად? ყველაფერი განსაკუთრებული რეცეპტების დამსახურებაა, რომლებიც თაობებმა გამოცადეს. ამ რეცეპტების საფუძველი კი სანელებლები და სუნელებია.

დაივიწყეთ უნივერსალური ნაზავები, რომლებიც სუპერმარკეტებში იყიდება ჩვენთან. გარდა იმისა, რომ ასეთი ნაზავები კაცმა არ იცის, რით არის ხოლმე გაყალბებული და რას გვასაღებენ, განსაკუთრებულ გემოსა და სუნსაც ვერ მიანეჭებენ თქვენს საჭმელს.
mshoblebi
ქართველი დიასახლისები თავად აზავებენ ცალკეულ სანელებლებს და თავადვე ამზადებენ ამ ნაზავებს. თავიდან გაგიჭირდებათ, რადგან სანელებლებში კარგად უნდა გაერკვათ და გაიგოთ, რომელი რომელ პროდუქტს უხდება - იქნება ეს ზაფრანა, ქონდარი, უცხო სუნელი თუ ხმელი ქინძი. თუმცა რომ გაერკვევით, ბაზარში
ჯობს ისინი ცალ-ცალკე იყიდოთ, უფროც გაიგებთ მათ სურნელს და გეცოდინებათ, რა სანელებელს რასთან აზავებთ.
ქართველი დიასახლისების კერძები განსაკუთრებულია ხოლმე სწორედ მათი განწყობისა და ინტუიციით, ტრადიციული რეცეპტების მიხედვით შერჩეული სანელებლების გამო.

2. გაშრობის ხერხი
ახლა გვეჩვენება, რომ სარეცხის გარეთ გაშრობა, ძველი გადმონაშთია. საქართველოში კი რა ხანია შენიშნეს, რომ ეს ყოფითი საკითხი არაა აუცილებელი, თანამედროვე შეხედულებებს მოერგოს.
საქართველოში ტენიანობა საკმაოდ მაღალია, და ნებისმიერ სახლში ობიც ერთ-ერთი დიდი პრობლემაა. სარეცხსაც რომ სახლში აშრობდნენ, ესეც ნეგატიურად აისახება მიკროკლიმატზე.
გარდა ამისა, გაშრობის პროცესიც მნიშვნელოვანია. დიახ, გარეთ გაფენილი სარეცხის ხელახლა გაჭუჭყიანების შანსი არსებობს, მაგრამ კარგ ამინდში მალეც შრება, ნიავდება, სახლს არ ნესტავს და თუ აივანზე არ გიდგათ საშრობი, სახლში მოგიწევთ თოკების გაჭიმვა, რაც ვიზუალურადაც ცუდია.
ასე რომ, დაუჯერეთ ქართველ დიასახლისებს და გააშრეთ სარეცხი გარეთ.
mshoblebi
3. ხილის მიტანა სუფრასთან
ჩვენ ძალიან მივეჩვიეთ, რომ რესტორნებში აუცილებლად ლამაზად დაჭრილს მოგვართმევენ ხილს. სახლებშიც ასე მივართმევთ სტუმრებს და ხშირად მერე ეს ხილი გადაგასყრელი ხდება ხოლმე.
ქართულ სახლებში კი ხშირად ხილს მთლიანად მოგართმევენ. შეიძლება, ერთ დიდ თასში ჩადებული მოიტანონ და ყველა იღებს იმას, რაც სურს და თავის თეფშზე ჭრის.
თუ თასში დარჩება ხილი, რომელიც არავის მოესურვა, ის არ ფუჭდება და ისევ გამოიყენებს დიასახლისი ჩვეულებრივ. გარდა ამისა, მინმალიზმი ესთეტიკურადაც უკვე საკმაოდ მოდურია და მისაღებიც.
mshoblebi
4. მეორადი ნივთები
რა თქმა უნდა, არავინ ამბობს, რომ მეორადი ნივთების ბაზარზე უნდა იყიდო ყველაფერი მიყოლებით. მაგრამ თუ ვთქვათ გინდა ძველებური შანდლები ან ხილის თასი, სულ არ არის აუცილებელი მაღაზიაში გაქცევა და მხოლოდ ახალი ნივთების ყიდვა.

ჯერ ერთი, ძველებური ნივთები გაცილებით მყარი და ეკოლოგიურია. გარდა ამისა, ხელზე ნაყიდი ნივთები ხშირად ბევრად იაფია.
ასევე არსებობს მნიშვნელოვანი ნიუანსი - მეორადი ნივთების ბაზრობაზე შეიძლება საოცარი რამ იპოვო, ძველებური სერვიზები, თუჯის ქვაბი, ან ისეთი რელიკვია, რომელიც შენი სახლის ინტერიერს ძალიან მოუხდება.
mshoblebi
რაც უნდა დაჟინებით მივისწრაფოდეთ მომავლისკენ, ძველი თაობების გამოცდილება მაინც გასათვალისწინებელია და ხშირად, უფრო პრაქტიკულიც. ასე რომ, ქართველი დიასახლისების ეს ჩვევები ბევრს გამოგადგებათ.
ანა შემეტი
წყარო
2567
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი