გვანან თუ არა დედას დები გაჩეჩილაძეები და რომელი გაჰყვა მის გზას - მშობლები

გვანან თუ არა დედას დები გაჩეჩილაძეები და რომელი გაჰყვა მის გზას

2020-05-23 06:45:20+04:00

ნინო და თაკო გაჩეჩილაძეებს ყველა იცნობს და ძალიან პოპულარული დები არიან. ნინომ სამსახიობო სფეროში მიაღწია დიდ წარმატებებს, თაკომ - როგორც მომღერალმა.

mshoblebi

დები გაჩეჩილაძეები

არც ისე დიდი ხნის წინ თაკო გათხოვდა და მეუღლის გვარზე გადავიდა - ახლა თამარა მილანოვაა, უკვე ორი შვილის დედა.

mshoblebi

mshoblebi
მშობლები თაკოს ქორწილში

ბევრმა არ იცის, რომ დებ გაჩეჩილაძეებს ასევე თავიანთ საქმეში საკმაოდ წარმატებული მშობლები ჰყავთ. მათი მამა გივი გაჩეჩილაძე ცნობილი მუსიკოსი და კომპოზიტორია, რომელსაც ვარსკვლავიც გაუხსნეს ფილარმონიის წინ. დღეს თბილისის "ბიგ ბენდის" ხელმძღვანელია, წლების წინ კი ანსამბლ "რეროს" სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი იყო.

mshoblebi

თინა გაჩეჩილაძე

სწორედ იქ გაიცნო მომავალი მეუღლე თინა, რომელიც ანსამბლში მღეროდა. მათი სიყვარულის ამბავი ქორწინებით დაგვირგვინდა და მშვენიერი თინა გაჩეჩილაძის შვილები არიან თაკო და ნინო, რომლებიც უდაოდ ძალიან გვანან დედას.

mshoblebi

მშობლების გზას თაკო გაჰყვა და ბავშვობიდან მღერის.

mshoblebi

ნინომ კი მსახიობობა არჩია და არც შემცდარა - მარჯანიშვილის თეატრის წამყვანი მსახიობია და სერიალ "ჩცდ"-ს ვარსკვლავი.

mshoblebi

ნინო დიშვილთან ერთად

ეს ნინოს ფოტოებია ერთ-ერთი ბოლო ფოტოსესიიდან.

mshoblebi