ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტი იმსჯელებს, თუ რა სანქცია გატარდება ამავე სკოლის ქიმიის მასწავებლის მიმართ, რომლის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს მოქალაქეთა ნაწილის შეშფოთება მოჰყვა.
ქიმიის მასწავლებელმა ხათუნა ქვარცხავამ 21 მაისს ფეისბუკზე დაწერა მე-12 კლასელებისადმი მიძღვნილი პოსტი, სადაც გამოთქვამს სიხარულს იმის გამო, რომ ზოგიერთ მათგანს მომავალ წელს არ ნახავს. მან მხოლოდ 6 ბავშვს უსურვა წარმატებები და მათ „კაცური კაცები“ უწოდა. რაც შეეხება დანარჩენებს, ქიმიის მასწავლებელი წერს, რომ მათი ხსენებაც ზარავს და უხარია, რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შეხვდება.
„ჩემთვის 26-ე გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არა მხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს. პირიქით, ვფიქრობ და მიხარია, რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები (რა თქმა უნდა, უმრავლესობას არ ეხება). ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც. ჩემ ანდრიას, დათუნას, გიგას, სანდროს, ბადუკას, ვანოს ვუსურვებ წარმატებებს, წინსვლას ცხოვრებაში. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78-ის ივარგებ. თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები“, - ეს არის ტექსტი მასწავლებლის პოსტიდან, რომელიც მან უკვე აბიტურიენტებს მიუძღვნა.
ეს პოსტი ხათუნა ქვარცხავამ გამოქვეყნებიდან მალევე, დირექტორის მოთხოვნით წაშალა, თუმცა მოზარდების ნაწილმა მისი კოპირება და სოციალურ ქსელში გავრცელება მოასწრო.
მასწავლებელის მიერ მოსწავლეების ასეთ შეფასებას, სამწუხარო ფაქტი უწოდა სკოლის დირექტორმა ნინო გოგინავამ. მან „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ ხათუნა ქვარცხავას საქციელს გამართლება არ აქვს: განაგრძეთ კითხვა