"დედაქალაქის მერია მზადყოფნაშია, რომ ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს... უნდა მოიხსნას საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა"
"დედაქალაქის მერია მზადყოფნაშია, რომ ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს... უნდა მოიხსნას საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა"
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია და შესაბამისი სამსახურები სრულ მზადყოფნაშია საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით და დარგის სპეციალისტების რეკომენდაციას ელოდებიან. მისი თქმით, შეზღუდვების შემსუბუქებამ საზოგადოება არ უნდა გაათამამოს.

„ველოდებით რეკომენდაციას. მე გუშინაც მკითხეს, გუშინწინაც და იმისწინაც და ყოველდღე მიწევს ერთი და იგივეს გამეორება. დედაქალაქის მუნიციპალიტეტი, შესაბამისი სამსახურები არიან სრულ მზადყოფნაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით. ველოდებით დარგის სპეციალისტების მითითებებს
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ეფექტს
იქონიებს საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ მოხსნილი შეზღუდვები.

რას ფიქრობს თენგიზ ცერცვაძე?

როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის წინაპირობა აუცილებლად უნდა იყოს გამართული ვენტილაცია. გარდა ამისა, მისივე რეკომენდაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის პირველ ეტაპზე, მგზავრები ერთმანეთის გვერდით არ უნდა დასხდნენ. მისივე თქმით, შესაძლებელია მათი განთავსება რიგის გამოტოვებითაც.

„ამ ეტაპზე ვეთანხმები იმ რეკომენდაციებს, რომელიც ამ დროისთვის არსებობს. ყველაფერი ეტაპობრივად უნდა მოხდეს და ტრანსპორტის ამოქმედება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, მაგრამ ამავე დროს, ყველაზე სარისკო. ყველა ქვეყანა ასე, ეტაპობრივად აკეთებს აღდგენას, მხოლოდ სომხეთმა მოხსნა ყველაფერი და უკვე საშინელი შედეგი მიიღო, პატარა ქვეყანას
6 000 ინფიცირებული ჰყავს. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში სწორია. მე არ ვარ ამის პირდაპირი სპეციალისტი, არ მაქვს გათვლები, რომელი შეზღუდვის მოხსნა კონკრეტულად რა ეფექტს გამოიწვევს. მაგალითად, რა ეფექტს გამოიწვევს მანქანაში 3 -ზე მეტი კაცის ჩაჯდომა, ან რა ეფექტს გამოიწვევს „კომენდანტის საათის“ მოხსნა, ან რა ეფექტს გამოიწვევს საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა და ა.შ. მაგრამ მიმაჩნია, რომ სწორად განაწილდა შეზღუდვების მოხსნის პრიორიტეტულობა. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ეს ყველაზე მწვავე თემაა, რადგან ეკონომიკა რომ ამოქმედდეს და ზოგადად, ცხოვრება გაიხსნას, ელემენტარულად გადაადგილების საშუალება უნდა იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, ყველაზე დიდი რისკის შემცველია ეს, იმიტომ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მცირე სივრცეა და იქ შესაძლებელია გადადება. ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ დასაწყისში ავტობუსებში მაგალითად, თითო რიგში თითო ადამიანი დაჯდეს და არა - ორი ადამიანი, ანუ ერთმანეთის გვერდით რომ არ დასხდნენ. ასევე, შეიძლება რიგის გამოშვებით დასხდნენ. უნდა მოიხსნას საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა, მაგრამ დღეს არა. კონკრეტულად როდის, ამ ვადებს ასე ვერ ვიტყვით. ხომ მოიხსნა რაღაც შეზღუდვები, ახლა უნდა ვნახოთ ამ მოხსნის შედეგი. თუ მოხსნის შედეგად შევინარჩუნებთ იმ მდგომარეობას, რაც გვაქვს ან მომატება არ იქნა ძალიან დიდი (ვთქვათ, 20 შემთხვევაზე მეტი თუ არ იქნა), მერე უნდა გადავიდეთ მოხსნის შემდეგ ეტაპზე, მათ შორის ტრანსპორტის აღდგენაზე. ანუ ასე კონკრეტული თარიღი რომ დავთქვათ, როდის მოიხსნება ტრანსპორტზე შეზღუდვა, არ იქნება სწორი. უნდა მოვხსნათ იმის მიხედვით, თუ რა შედეგებს მოიტანს უკვე გაკეთებული მოხსნები,“ - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე განცხადებით, მგზავრების რაოდენობის გაკონტროლება შეიძლება მოხდეს როგორც ავტობუსებში, ასევე მეტროში.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ, მათში ადამიანების რაოდენობის გაკონტროლების მიზნით, შეიძლება დადგეს მაკონტროლებელი პირი როგორც ავტობუსებში, ასევე მეტროში. რაც შეეხება მგზავრების განთავსებას, აქაც იმავე პრინციპით: ერთ რიგში ორი კაცი არ დაჯდეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მეტროშიც და ავტობუსშიც მოგვარდეს და გაკონტროლდეს ვენტილაციის საკითხი. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის წინაპირობა აუცილებლად უნდა იყოს გამართული ვენტილაცია,“ - განაცხადა ცერცვაძემ.

რა ჭორი ვრცელდება ტრანსპორტის ამუშავების შესახებ

რამ­დე­ნი­მე მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია იმის თა­ო­ბა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­კა­რან­ტი­ნო მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა 15 ივ­ლი­სამ­დე არ აღ­დგე­ბა, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 322-ე დად­გე­ნი­ლე­ბით, რო­მე­ლიც 23 მა­ისს ამოქ­მედ­და, იზო­ლა­ცი­ი­სა და კა­რან­ტი­ნის წე­სე­ბის ზო­გა­დი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბია გან­მარ­ტე­ბუ­ლი, სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლია, მი­მოს­ვლის, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სის, კულ­ტუ­რუ­ლი და სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­ზღუდ­ვის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის, ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის და სხვა სა­კი­თხე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის შე­სა­ხებ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი დად­გე­ნი­ლე­ბა დღე­ი­დან ამოქ­მედ­და და მისი მოქ­მე­დე­ბის ბოლო ვა­დად 2020 წლის 15 ივ­ლი­სია მი­თი­თე­ბუ­ლი - სწო­რედ ამ თა­რიღ­მა გა­მო­იწ­ვია დაბ­ნე­უ­ლო­ბა, რად­გან ბევ­რმა ჩათ­ვა­ლა, რომ ზე­მო­თჩა­მოთ­ვლი­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი კი­დევ და­ახ­ლო­ე­ბით თვე­ნა­ხევ­რით გა­ხან­გრძლივ­დე­ბა.

თუმ­ცა, რო­გორც მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­გვი­მარ­ტეს, 15 ივ­ლი­სი არის დად­გე­ნი­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ვადა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ამ შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნა ეტა­პობ­რი­ვად მოხ­დე­ბა, ისე­ვე რო­გორც მოხ­და ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის ნა­წი­ლის გახ­სნა, მო­იხ­სნა სა­კა­რან­ტი­ნე ზო­ნე­ბი, ან შე­ზღუდ­ვა ავ­ტო­მან­ქა­ნით სამ­ზე მეტი პი­რის გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე და ა.შ.

შე­სა­ბა­მი­სად, თუ ქვე­ყა­ნა­ში ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა, ტრან­სპორ­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბა, შე­საძ­ლოა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­შიც აღ­დგეს - რო­გორც კი ტრან­სპორ­ტის ამოქ­მე­დე­ბა გა­და­წყდე­ბა, დად­გე­ნი­ლე­ბა­ში შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბა შევა.
1356
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?