დღეს ცნობილი გახდა, რომ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ცოლზე ძალადობის ბრალდებით ჯერ დააკავეს, შემდეგ კი 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ბასილაშვილი საზოგადოებისთვის ყოველთვის საამაყო და სამაგალითო იყო, მის შესახებ ჭორებიც კი ნაკლებად ვრცელდებოდა, სწორედ ამიტომ მომხდარმა დიდი გაოცება გამოიწვია და ბუნებრივია ინტერესიც მოვლენების მიმართ ძალიან დიდია.
გთავაზობთ ცნობილი სახეების შეფასებებს მომხდართან დაკავშირებით:
ნუკი კოშკელიშვილი:
წაიკითხეთ ნიკოლოზ ბასილაშვილზე? მძულს ძალადობა, განსაკუთრებით ქალებზე და ბავშვებზე... არა, არც კაცებზე ვამართლებ. მე სხვათა შორის მგონია, რომ ძალადობა შეიძლება სულაც არ იყოს ფიზიკური და იყოს მორალური, რაც საქართველოში კიდევ უფრო ხშირია ოჯახებში. ქმარი ცოლს რომ უკრძალავს რაღაცებს და მაქსიმალურად ჩაგრავს და უგდებს თვით შეფასებას. აი, არც კი ვიცი, რა ჯობია, გცემდნენ და შეგეძლოს უპასუხო ან უჩივლო, თუ მორალური წნეხის ქვეშ იყო და იმდენად დაგაბეჩავონ, რომ დაიჯერო, ამას იმსახურებ. თან ეს მორალური მოძალადეები ოსტატები არიან, ისე გჩაგრავენ, რომ ბოლოს შენ იხდი ბოდიშს, გაჯერებენ თავის სიმართლეს... ამ თემის გავრცობა დიდხანს შეიძლება... დავუბრუნდეთ ბასილაშვილს.. ყველამ, ვინც ტაშს უკრავდა მის სპორტულ წარმატებებს, გალანძღა. მგონია, რომ: ა) სასამართლომდე, ვიდრე მისი ბრალდება დამტკიცებულია, ნაადრევი გალანძღვა, მგონი უსამართლოა. და ბ) კარგი პროფესიონალი და ნიჭიერი ადამიანი, აპრიორი კარგ ადამიანს ნიშნავს? რატომ ველოდებით მუდამ, რომ თუ კარგი მსახიობი, მოჭიდავე, მხატვარი, პიანისტია, ის აუცილებლად კეთილი, სინდისიერი და მოსიყვარულეა? თქვენ კი არაფერს გეუბნებით, მეც ასე ვარ. რომ გავიგებ ვიღაცაზე, ვისი შემოქმედებაც მომწონს, რომ ბოროტება ჩაიდინა, ისე მიკვირს, ისე გეგონება ეს შეუძლებლად მიმაჩნდა... ვნახოთ, რას გადაწყვეტს სასამართლო, მერე არ გაგვიკვირდეს და არ შეგვრცხვეს, რომ ადამიანი ნაადრევად შევიძულეთ....“
ნოე სულაბერიძე:
„ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ და ალბათ გახსოვთ, არაერთი თემა გაგვიკეთებია კერძოდ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, თუმცა იქ ,სადაც 126 პრიმა მუხლის საფუძველზე, სადაც უბრალო ზეპირი ბრალდებით და ყველანაირი მტკიცებულის გარეშე შეიძლება გაბრაზებულზე "გასროკო” მამაკაცი უფრო დაუცველი გამოდის და ქალს მეტი მანიპულირების შესაძლებლობა ეძლევა. "ფსიქოლოგიური ტანჯვის ქვეშ”, როგორც კანონში ფორმულირებულია, ბევრ ცოლს ჰყავს თავისი ქმარი ჩვენს გარშემო და ჩვენს რეალობაში, ცოტა გახსენდებათ? წარმოდგენაც არ მინდა, რამდენი ცოლია ამ მუხლით დასაჭერი...
სტატუსი ზოგადია, სხვისი საქმის არ ვიცი, თუმცა მე მაპატიეთ, ასეთ მოზომილ და შინაგანი ინტელექტის მქონე ტიპზე, როგორიც ბასილაშვილია, ბრალდებას ვერ დავიჯერებ!!!
ესაა ჩემი დამოკიდებულება და პასუხიც.
ალიო!“
თაკო ჩხეიძე:
„რა საოცარი ხალხი ვართ, ჯერ ცაში აგიყვანენ, მერე ზუსტად იგივე ხალხი მიწაში ჩაგდებს.
იქნებ დაველოდოთ გამოძიებას და მერე ავტეხოთ ერთი ამბავი??“
მარიამ ხაჭვანი:
„მხოლოდ საქართველოში - ერთ ოჯახურ დრამაში მთელი ქვეყანა არის ჩართული და მსჯელობს იქამდე, სანამ ახალი სამიზნე გამოჩნდება !“
ნინო ნადირაძე:
„ნეტავ გუგას რამდენს შეუფარდებდნენ გირაოს? არ მინდა, იაფფასიანად გამოვიყურებოდე“.
თამუნა მუსერიძე:
„ასე 100 000-ად მეც კი ავიტან 1-2 წამორტყმას“.
თეკლა ჟვანია