საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მოხსნიდან რამდენიმე საათში მსუბუქი ავტომობილი ველოსიპედისტს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებული ყველასთვის ცნობილი და ჩვენი მკითხველისთვის საყვარელი ფსიქოთერაპევტი, დავით ანდღულაძეა.
მისი და, სოფიო ანდღულაძე, გვიყვება:
"ველოსიპედით ჩვენთან მომავალს მანქანა დაეჯახა. სხვა ბევრ დაზიანებასთან ერთად, კისრის 2 მალა ჰქონდა დაზიანებული. მალებზე ოპერაცია გაკეთდა. კარგად ჩაიარა. ახლა ველოდებით ხელოვნური მართვის აპარატიდან მოხსნას, რასაც დრო დასჭირდება. ღამემ მშვიდობით ჩაიარა. დღეს უფრო კონტაქტურია უფრო და ამ დილის მონაცემებში უკეთესობა არის."
Mshoblebi.ge ბატონ დავითს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.
თამარ იაკობაშვილი