6 შვილის დედა, რომლის ქმარმაც თავი მოიკლა, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს - "ახლა სახლშიც ისე წვიმს, როგორც გარეთ"
6 შვილის დედა, რომლის ქმარმაც თავი მოიკლა, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს - "ახლა სახლშიც ისე წვიმს, როგორც გარეთ"
თამარ აბესაძე, 6 შვილთან ერთად, თბილისისა და რუსთავის ცენტრალურ დამაკავშირებელ მაგისტრალთან მიტოვებულ, ნახევრად დანგრეულ შენობაში ცხოვრობს. მეუღლემ 4 წლის წინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და ახლა მარტო უწევს შვილების გაზრდა. ამბობს, რომ უმძიმესი პირობები აქვს და მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედზეა დარჩენილი. ის გვიყვება:

- ჯართს ვაგროვებდი და მაშინ აღმოვაჩინე მიტოვებული, დანგრეული შენობა. ბინას გვაცლევინებდნენ, ქირის გადაუხდელობის გამო და აქ გადმოვედით. მინდა ყველას ვუთხრა, რომ ჩემი შვილები ამ გაჭირვებიდან დაიხსნან. პატარა ბავშვი ხანდახან მშიერი მყავს და მეზობლები მაწვდიან პურის ლუკმას. სოციალური მ
ართლა არ მყოფნის თვიდან თვემდე. წამლები მჭირდება ხოლმე. წყალი ჩამოგვდის სახურავიდან, ახლაც ისე წვიმს სახლში, როგორც გარეთ. მეშინია, ბავშვები არ გამიცივდნენ. მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედი მაქვს, სხვა არავინ გვეხმარება.

- ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?

- პროდუქტი და წამლები. უფროს შვილს ნეკნები აქვს დაზიანებული, გამოსაკვლევი და საოპერაციოა. ვერ მიმყავს ექიმთან.

- გამგეობა არ გეხმარებათ?

- ჩვენ წარმოშობით ჭიათურიდან ვართ და აქ ჩაწერილები არ ვართ. 6 წელია უკვე აქეთ ვცხოვრობთ. ჩაწერილი რომ არ ვართ, მაგის გამო ვერ გვეხმარებიან. მე ვერ ვმუშაობ, უფროსი ახლა გახდა 18 წლის, ყველაზე პატარა კი 4 წლისაა. ძალიან მჭირდება დახმარება.

დახმარების მსურველებს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ
თამარ აბესაძეს ნომერზე:
588 88 73 23

ანგარიშის ნომერი: ლიბერთი ბანკი

GE18LB0211135082563000

მიმღები - თამარ აბესაძე



თამარ იაკობაშვილი
581
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
Lali
1
Savsebit getanxmebit..sazodaobaa pirdapir..ratom ar ezod3bat adet mshobkebs shvilebi..
15:22 / 25-05-2020
???
2
ისევ გაჭირვება, ისევ ბევრი შვილი... გული დამიდნა... რატომ აჩენთ ხალხო ამდენ შვილებს როცა უსახლკარო ხარ და ლუკმაპური გიჭირს, მკურნალობა და წამლები გიჭირს. ეს შვილებს განათლებას მიცემს და გზაზე დააყენებს?! მე ახსნას ვერ უძებნი ასეთ საქციელს და მომკალით თუ გინდათ.
15:04 / 25-05-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი