თამარ აბესაძე, 6 შვილთან ერთად, თბილისისა და რუსთავის ცენტრალურ დამაკავშირებელ მაგისტრალთან მიტოვებულ, ნახევრად დანგრეულ შენობაში ცხოვრობს. მეუღლემ 4 წლის წინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და ახლა მარტო უწევს შვილების გაზრდა. ამბობს, რომ უმძიმესი პირობები აქვს და მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედზეა დარჩენილი. ის გვიყვება:
- ჯართს ვაგროვებდი და მაშინ აღმოვაჩინე მიტოვებული, დანგრეული შენობა. ბინას გვაცლევინებდნენ, ქირის გადაუხდელობის გამო და აქ გადმოვედით. მინდა ყველას ვუთხრა, რომ ჩემი შვილები ამ გაჭირვებიდან დაიხსნან. პატარა ბავშვი ხანდახან მშიერი მყავს და მეზობლები მაწვდიან პურის ლუკმას. სოციალური მართლა არ მყოფნის თვიდან თვემდე. წამლები მჭირდება ხოლმე. წყალი ჩამოგვდის სახურავიდან, ახლაც ისე წვიმს სახლში, როგორც გარეთ. მეშინია, ბავშვები არ გამიცივდნენ. მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედი მაქვს, სხვა არავინ გვეხმარება.
დახმარების მსურველებს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თამარ აბესაძეს ნომერზე:
588 88 73 23
ანგარიშის ნომერი: ლიბერთი ბანკი
GE18LB0211135082563000
მიმღები - თამარ აბესაძე
თამარ იაკობაშვილი