"ახლა ვარ 33 კვირის... მინდა, ილო დაესწროს მშობიარობას" - როგორ ემზადება დედობისთვის ანი ბებია
ანი ბებია "მთავარ არხზე" დილის გადაცემას ესტუმრა და ორსულობის ბოლო კვირებზე, მოლოდინსა და მომავალ დედობაზე ისაუბრა. ანის თქმით, ის უკვე 33 კვირისაა და დაახლოებით თვე-ნახევარი დარჩა მშობიარობამდე. სურს, რომ ილო დაესწროს მის მშობიარობას და პირველი დღეებიც მის გვერდით იყოს. 

"ვაპირებ, ძიძის გარეშე გავზარდო ბავშვი და ყველგან თან ვატარო..." - აღნიშნა ასევე ანიმ და ისიც დასძინა, რომ კარანტინის გამო საკმაოდ გაუჭირდა პატარასთვის საჭირო ტანსაცმლის შეძენა და იხუმრა კიდეც, იმედია, ჩემი ტანსაცმლის ჩაცმა არ მოუწევსო. 
mshoblebi
ანის თქმით, ილო ბევრ რამეში ეხმარება და
საჭმელებსაც კი აკეთებს ხანდახან ფეხმძიმე მეუღლისთვის. 
mshoblebi
მსახიობი და წამყვანი ასევე ბევრ დროს ატარებს ქალიშვილებთან პირველი ქორწინებიდან, რომლებიც ანისთანაც მეგობრობენ და შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. 
mshoblebi
mshoblebi


altილო ბეროშვილი და ანი ბებია პირველ შვილს ელოდებიან - რა რეაქცია ჰქონდა მსახიობს პირდაპირ ეთერში


4405
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი